მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სიიარტო: უნგრეთს არ სურს რუსულ ნავთობზე უარის თქმა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2025
გამოწერა
თბილისი 19 ივნისი — Sputnik. უნგრეთს არ სურს უარი თქვას მილსადენ „დრუჟბით“ რუსული ნავთობის მიღებაზე, ეს ძირითადი მარშრუტია, განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.
„მილსადენი „დრუჟბა“ უნგრეთისთვის მიწოდების მთავარი მარშრუტია.ჩვენ არ გვსურს მასზე უარის თქმა, ვინაიდან, თუ „დრუჟბაზე“ უარის თქმა მოგვიწევს, სხვა მილსადენს ხორვატიიდან არ ექნება საკმარისი სიმძლავრე იმისთვის, რომ სრულად მოამარაგოს უნგრეთი“, — განმარტა მან.
პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი 18 ივნისს გაიხსნა და 21 ივნისამდე იმუშავებს.
ყველა ახალი ამბავი
0