გორში 24 წლის კაცმა ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი დაზიანებები მიიყენა

© Facebook / photo: Military Hospital / FBგორის სამხედრო ჰოსპიტალი
გორის სამხედრო ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2025
გამოწერა
ექიმების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. გორში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 24 წლის კაცმა ცოლს ყური მოაჭრა, თავად კი ყელის არეში დაზიანებები მიიყენა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".
20 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა, მამაკაცი კი კლინიკა „გორმედშია" გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე თვის დაქორწინებულია. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია საქართველოს სსკ 19-109 მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მძიმე გარემოებაში მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0