https://sputnik-georgia.com/20250619/--------spief-2025--293836297.html
რაზეა დამოკიდებული ევრაზიის მომავალი - მარგარიტა სიმონიანი SPIEF-2025-ზე
რაზეა დამოკიდებული ევრაზიის მომავალი - მარგარიტა სიმონიანი SPIEF-2025-ზე
Sputnik საქართველო
არაკომერციული ორგანიზაცია „ევრაზიის“ საქმიანობის გადაჭარბება რთულია, რადგან მისი მიმართულებები მომავალს განსაზღვრავს 19.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-19T21:31+0400
2025-06-19T21:31+0400
2025-06-19T21:31+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/13/293835677_0:6:3040:1716_1920x0_80_0_0_2a95f2837e2e6292d6bcf1dc5147e96c.jpg
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. რაზეა დამოკიდებული ევრაზიის მომავალი - ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა SPIEF-2025-ზე გამართულ სესიაზე „კულტურული კოდი და ევრაზიული ღირებულებები. რას დავუტოვებთ კონტინენტს?“მისი აზრით, ეს დამოკიდებულია „ჩვენი კულტურების, ენების, სამომავლო ხედვების ურთიერთშერწყმაზე“.„იქნება ეს ისე, როგორიც ახლა უკრაინაში ხდება? თუ იქნება ისე, როგორც ვერცხლის ხანის ჩვენი დიდი პოეტი ქალი (ანა ახმატოვა - რედ.) წერდა, „სიმშვიდე და სიწყნარე, ღვთის წყალობა“. რა თქმა უნდა, სასურველია ეს მეორე“, - განაცხადა მან სესიაზე „ევრაზია“.მარგარიტა სიმონიანმა აღნიშნა, რომ მისთვის „ევრაზია“ არის „გასაოცარი ორგანიზაცია, რომლის მუშაობის გადაჭარბებაც ძნელია“, რადგან პროექტის საქმიანობის სფეროები, სხვა საკითხებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს.„ჩვენ არ ვკარნახობთ, არ ვახვევთ თავს, როგორც სოროსის ფონდი, USAID და ევროპული ფონდები, ჩვენ ვეკითხებით, რა გაინტერესებთ? კულტურა, სპორტი, ეკოლოგია, ისტორია - რისთვის უნდა იყოს მიმართული ეს გრანტი“, - აღნიშნა „ევრაზიის“ საბჭოს თავმჯდომარემ, ალენა არშინოვამ.ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „ევრაზია“ ახორციელებს ჰუმანიტარულ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხალხთაშორის კომუნიკაციის განვითარებას და სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების მხარდაჭერას.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/13/293835677_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_2bc4db13e64e889e7fc9e01254e0dadc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
რაზეა დამოკიდებული ევრაზიის მომავალი - მარგარიტა სიმონიანი SPIEF-2025-ზე
არაკომერციული ორგანიზაცია „ევრაზიის“ საქმიანობის გადაჭარბება რთულია, რადგან მისი მიმართულებები მომავალს განსაზღვრავს
თბილისი, 19 ივნისი - Sputnik. რაზეა დამოკიდებული ევრაზიის მომავალი - ამის შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა SPIEF-2025-ზე გამართულ სესიაზე „კულტურული კოდი და ევრაზიული ღირებულებები. რას დავუტოვებთ კონტინენტს?“
მისი აზრით, ეს დამოკიდებულია „ჩვენი კულტურების, ენების, სამომავლო ხედვების ურთიერთშერწყმაზე“.
„იქნება ეს ისე, როგორიც ახლა უკრაინაში ხდება? თუ იქნება ისე, როგორც ვერცხლის ხანის ჩვენი დიდი პოეტი ქალი (ანა ახმატოვა - რედ.) წერდა, „სიმშვიდე და სიწყნარე, ღვთის წყალობა“. რა თქმა უნდა, სასურველია ეს მეორე“, - განაცხადა მან სესიაზე „ევრაზია“.
მარგარიტა სიმონიანმა აღნიშნა, რომ მისთვის „ევრაზია“ არის „გასაოცარი ორგანიზაცია, რომლის მუშაობის გადაჭარბებაც ძნელია“, რადგან პროექტის საქმიანობის სფეროები, სხვა საკითხებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის მომავალსაც განსაზღვრავს.
„ჩვენ არ ვკარნახობთ, არ ვახვევთ თავს, როგორც სოროსის ფონდი, USAID და ევროპული ფონდები, ჩვენ ვეკითხებით, რა გაინტერესებთ? კულტურა, სპორტი, ეკოლოგია, ისტორია - რისთვის უნდა იყოს მიმართული ეს გრანტი“, - აღნიშნა „ევრაზიის“ საბჭოს თავმჯდომარემ, ალენა არშინოვამ.
ავტონომიური არაკომერციული ორგანიზაცია „ევრაზია“ ახორციელებს ჰუმანიტარულ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ხალხთაშორის კომუნიკაციის განვითარებას და სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების მხარდაჭერას.