ძიუდო: დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე იასპარეზებს

© Georgian Judo Federationილია სულამანიძე
ილია სულამანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2025
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკ მაისურაძე კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იასპარეზებს, იუწყება პირველი არხი.
ტურნირის მეექვსე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 100 კგ, ხოლო ქალები — 78კგ წონით კატეგორიაში გამოვლენ.
ილია სულამანიძე მეორე წრიდან იჭიდავებს და პირველ შეხვედრას უნგრელ სომბორ ვეგთან ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში მისი სავარაუდო მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (90 კგ-ში) ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი იქნება.
წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკ მაისურაძე (90 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ყველა ახალი ამბავი
0