წყლის სატრანსპორტო საშუალებების მიერ კანონდარღვევებზე ფულადი სანქციები წესდება

© photo: Sputnikმდინარე მტკვარი
მდინარე მტკვარი  - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2025
გამოწერა
შიდა წყლების სატრანსპორტო საშუალებაში მოიაზრება ნებისმიერი წყლის ტრანსპორტი, რომელიც გადაადგილდება საქართველოს მდინარეებზე, წყალსაცავებსა და ტბებზე.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს შიდა სახმელეთო წყლებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიერ კანონდარღვევებზე ფულადი სანქციები წესდება
შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებაში მოიაზრება ნებისმიერი წყლის ტრანსპორტი, რომელიც გადაადგილდება საქართველოს მდინარეებზე, წყალსაცავებსა და ტბებზე.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის მომზადების მიზეზი მთავრობის მიერ მიღებული „საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაა.
მოცემული დადგენილება განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა/მძღოლთა უფლება-მოვალეობებს.
ცვლილებების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა შიდა სახმელეთო წყლების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის, სატრანსპორტო საშუალების სახელისა და სარეგისტრაციო ნომრის აღნიშვნის გარეშე ან შეჩერებული რეგისტრაციით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 1000 ლარით.
აღნიშნული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისთვის კი ფიზიკური პირი ჯარიმდება 1000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 2000 ლარით;
ასევე, პროექტის თანახმად, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 1000 ლარით - კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება.
კანონპროექტის თანახმად, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების განხორციელების უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაციის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სატრანსპორტო საშუალების, ქონების, გარემოს ან ტვირთის დაზიანება, ითვალისწინებს ორგანიზაციის დაჯარიმებას – 5 000 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისას სატრანსპორტო საშუალებებზე სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 1000 ლარი.
ასევე, პროექტით, კოდექსს დაემატა შემდეგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა – საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში განთავსებული მცურავ სანავიგაციო ნიშნებზე, ასევე ხმელეთზე განლაგებულ სტაციონარულ სანავიგაციო ნიშნებზე პირის მიერ უნებართვო ასვლა/შეღწევა, რამაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია მისი დაზიანება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა – 500 ლარით.
ყველა ახალი ამბავი
0