კალათბურთი: თორნიკე შენგელიამ 31 ქულა ჩააგდო და იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

© photo: Sputnik / Mikhail Serbin / გადასვლა მედიაბანკშითორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2025
გამოწერა
კალათბურთელი ფინალური შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
თბილისი, 18 ივნისი - Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიის „ვირტუს ბოლონიას" იტალიის ჩემპიონობით ემშვიდობება.
ბოლო მატჩში, რომელიც „ვირტუსმა" სტუმრად „ბრეშასთან“ გამართა, ანგარიშით 96:74 მოიგო და ჩემპიონი გახდა - შენგელიამ იტალიის სერია A-ში პირადსარეკორდო 31 ქულა ჩააგდო.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 29 წუთი დაჰყო და 31 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მის ანგარიშზე 8-დან 7 ორქულიანი, 4-დან 4 სამიანი და 5-დან 5 საჯარიმოა.
მარგი ქმედების კოეფიციენტი კი კალათბურთელს საკმაოდ მაღალი ჰქონდა - 46, რაც მიმდინარე პლეი-ოფის რეკორდია. ბრენდონ ტეილორი „ვირტუსს“ 19 ქულით შეეშველა, ხოლო ბრეშადან ჯეისონ ბარნელი გამოირჩა – 24 ქულა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს შენგელია „ბასკონიას" შეადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ეს ქვეყანა დატოვა. ახლა კი იგი კვლავ ესპანეთში ბრუნდება, ამჯერად იტალიის საჩემპიონო ტიტულით.
თორნიკე შენგელია ფინალური შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
ყველა ახალი ამბავი
0