რამდენი ბინა გაიყიდა თბილისში - აპრილის მონაცემები

© courtesy of Archil Chikovaniსაცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში
საცხოვრებელი კომპლექსი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2025
გამოწერა
21,3% ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 5%-ით, ძველ ბინებში კი შემცირდა 21,3%-ით.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. 2025 წლის აპრილში თბილისში ბინის შეძენაზე მოთხოვნა 2024 წლის აპრილთან შედარებით 2,6%-ით შემცირდა - გაიყიდა 3,3 ათასი ბინა, ნათქვამია კომპანია Colliers Georgia-ის ბაზრის მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 6,6%-ით და 244 მლნ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ახალაშენებულ კორპუსებში გაყიდვები გაიზარდა 5%-ით, ძველი ბინების კი 21,3%-ით შემცირდა.
საანგარიშო პერიოდში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ცენტრთან ახლოს 12,9%-ით, ცენტრში - 6,7%, გარეუბნებში კი 8,1%-ით გაიზარდა. 1 კვადრატული მეტრი ფართობის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 1.117 დოლარი.
ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბნებში გაიზარდა 7,5%-ით, ქალაქის ცენტრში - 10,2%-ით. ცენტრთან ახლოს კი 1,5%-იანი კლება დაფიქსირდა - 1 კვადრატული მეტრი ფართობის ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 1.209 დოლარი.
კომპანიის მონაცემებით, 2024 წელს თბილისში ბინის შეძენაზე მოთხოვნა 2023 წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა - გაიყიდა 41,3 ათასი ბინა. საანგარიშო პერიოდში ბაზრის მოცულობა გაიზარდა 12%-ით და 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0