აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა

© photo: National Bureau of Enforcement / FBაღსრულების ეროვნული ბიურო
აღსრულების ეროვნული ბიურო - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2025
გამოწერა
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიუროს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ წარუდგინეს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ლაშა მოძღვრიშვილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის, მუშაობდა აღმასრულებლად და კახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსად.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პოზიციაზე დანიშვნამდე, 2021 წლიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ყველა ახალი ამბავი
0