https://sputnik-georgia.com/20250617/zurab-djaparidzis-saqmeze-ganachens-23-ivniss-gamoacxadeben-293793663.html
ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
Sputnik საქართველო
პროკურატურამ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დაიწყო. 17.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-17T18:42+0400
2025-06-17T18:42+0400
2025-06-17T18:42+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260669177_0:189:3067:1914_1920x0_80_0_0_bca9e42fd18d470467df66ac5677189f.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება. ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს - მოსამართლემ ჯაფარიძისთვის მანამდე შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო, რომელიც პოლიტიკოსმა არ გადაიხადა, პატიმრობით შეცვალა. ჯაფარიძეს გირაო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა შეფარდებული. დღეს ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. თავად ჯაფარიძე სხდომას არ დასწრებია. როგორც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, სასამართლო ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, საბოლოო სიტყვით ისარგებლოს. პროკურატურამ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მან უარი თქვა აპრილში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260669177_203:0:2932:2047_1920x0_80_0_0_3690f805b8265ace00e42be73ad2605b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
პროკურატურამ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დაიწყო.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება.
ზურაბ ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში 22 მაისს დააკავეს - მოსამართლემ ჯაფარიძისთვის მანამდე შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო, რომელიც პოლიტიკოსმა არ გადაიხადა, პატიმრობით შეცვალა. ჯაფარიძეს გირაო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა შეფარდებული.
დღეს ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელზეც ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. თავად ჯაფარიძე სხდომას არ დასწრებია.
როგორც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, სასამართლო ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს, საბოლოო სიტყვით ისარგებლოს.
პროკურატურამ ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მან უარი თქვა აპრილში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადებაზე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.
აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.