ძიუდო: დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ქართველი იასპარეზებს

© AP Photo / Eugene Hoshikoლაშა ბექაური
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2025
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია - ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ორი ქართველი იასპარეზებს, იუწყება პირველი არხი.
ტურნირის მეხუთე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 90 კგ, ხოლო ქალები — 70 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ - ტატამიზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.
ბექაური სერბ მილიან რადულისა და ბელარუს ალიაკსანდრ სიდორუკს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ლუკა მაისურაძე კი პირველ წრეში აზერბაიჯანელ ვუგარ ტალიბოვს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81კგ) კი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81კგ) კი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0