https://sputnik-georgia.com/20250617/saqartvelos-saelcho-iranshi-mkop-qartvelebs-mouwodebs-293800730.html
საქართველოს საელჩო ირანში მყოფ ქართველებს მიმართავს
საქართველოს საელჩო ირანში მყოფ ქართველებს მიმართავს
Sputnik საქართველო
საელჩო თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს. 17.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-17T20:04+0400
2025-06-17T20:04+0400
2025-06-17T20:04+0400
საქართველო
ისრაელი-ჰამასის ომი
ირანი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251437925_0:201:2929:1848_1920x0_80_0_0_0e7c4335764db62ea925613c71fa8673.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს „ცხელი ხაზის" მეშვეობით დაუკავშირდნენ, იუწყება პირველი არხი.ისრაელმა 13 ივნისს, გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი" დაიწყო. ისრაელის შეტევაში ჩართული იყო ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-ზე მეტი თვითმფრინავი. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.საელჩო თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს.ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება13 ივნისს ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის თეირანში, რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, სადაც, ირანული მედიის ცნობით, რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი სამხედრო მოხელე და ბირთვული ფიზიკის მეცნიერი დაიღუპა. ასევე დაიბომბა ნათანზის ბირთვული ობიექტი და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ირანის სამხედრო ბაზები.ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოქალაქეებისადმი მიმართვაში ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელს „მწარე და საშინელი ბედი“ ელის. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცნობით, ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ისრაელში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3" დაიწყო და ისრაელის სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
საქართველო
ირანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0c/251437925_98:0:2829:2048_1920x0_80_0_0_8bd4ab83bc32e03f2a6e9718378b6cf3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ირანი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, ირანი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველოს საელჩო ირანში მყოფ ქართველებს მიმართავს
საელჩო თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ირანში საქართველოს საელჩო ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საელჩოს „ცხელი ხაზის" მეშვეობით დაუკავშირდნენ, იუწყება პირველი არხი.
ისრაელმა 13 ივნისს, გამთენიისას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ლომთა ერი" დაიწყო. ისრაელის შეტევაში ჩართული იყო ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-ზე მეტი თვითმფრინავი. ოპერაციის ფარგლებში დაიბომბა ირანის ბირთვული ობიექტები, ლიკვიდირებულია ირანის უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირები და მეცნიერ-ფიზიკოსები, რომლებიც ბირთვულ პროგრამაზე მუშაობდნენ.
საელჩო თანამემამულეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სოციალურ ქსელში საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს.
„ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საელჩო მოუწოდებს ირანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: + 995 595 31 16 61 (WhatsApp); +98 912 075 83 97; +98 935 211 02 74“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება
13 ივნისს ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის თეირანში, რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, სადაც, ირანული მედიის ცნობით, რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი სამხედრო მოხელე და ბირთვული ფიზიკის მეცნიერი დაიღუპა. ასევე დაიბომბა ნათანზის ბირთვული ობიექტი და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ირანის სამხედრო ბაზები.
ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოქალაქეებისადმი მიმართვაში ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელს „მწარე და საშინელი ბედი“ ელის. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცნობით, ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ისრაელში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3" დაიწყო და ისრაელის სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.