https://sputnik-georgia.com/20250617/saqartvelos-axalgazrduli-nakrebi-portugalias-daupirispirdeba-293787376.html
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დღეს დაუპირისპირდება
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დღეს დაუპირისპირდება
Sputnik საქართველო
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა. პორტუგალიას კი 4 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება 17.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-17T12:11+0400
2025-06-17T12:11+0400
2025-06-17T12:11+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0c/293728699_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_f515b469928aa21cb06c61d619485fff.jpg
თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.შეხვედრა ქალაქ ტრენჩინში, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.პორტუგალიელებს, რომლებსაც პირველი ორი რაუნდის შემდეგ 4 ქულა აქვთ, პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც ჰყოფნით, საქართველოს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.ორი ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აქვს შანსი, გავიდეს მეოთხედფინალში. ახალგაზრდა „ჯვაროსნების“ მატჩის ბედი ორივე შემთხვევაში დამატებულ დროში გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. პირველ რაუნდში პოლონეთი დაამარცხეს (2:1), ფრანგებთან მატჩში კი რამაზ სვანაძის გუნდი 89-ე წუთამდე იგებდა, სანამ ლეპენანმა ანგარიში არ გაათანაბრა, ხოლო ტიმო ბარიმ 90+12 წუთზე ფრანგები წინ გაიყვანა. მესამე ტურის მატჩამდე ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ მარტინში ივარჯიშა. ტრავმის გამო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია საბა საზონოვს. მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ითამაშებს თუ არა საზონოვი პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში. მისი თქმით, ნაკრების ფეხბურთელები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ აღნიშნული შეხვედრა გამარჯვებით დასრულდეს.„ვეცდბით, რომ დადებითი ემოცია შევინარჩუნოთ. ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული და იმედია, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს ქართულ ფეხბურთს და შემდეგ თაობებს სჭირდებათ. ეს საფეხბურთო ისტორიაა, რომელიც ზედიზედ მესამე წელია, იწერება“, - განაცხადა სვანაძემ.საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა. პორტუგალიას კი 4 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/0c/293728699_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_252eea69c7fa90c2eb6c0c5145936077.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დღეს დაუპირისპირდება
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა. პორტუგალიას კი 4 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება
თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. 2025 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე რაუნდში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.
შეხვედრა ქალაქ ტრენჩინში, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.
პორტუგალიელებს, რომლებსაც პირველი ორი რაუნდის შემდეგ 4 ქულა აქვთ, პლეი-ოფში გასასვლელად ფრეც ჰყოფნით, საქართველოს კი მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აქვს შანსი, გავიდეს მეოთხედფინალში. ახალგაზრდა „ჯვაროსნების“ მატჩის ბედი ორივე შემთხვევაში დამატებულ დროში გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. პირველ რაუნდში პოლონეთი დაამარცხეს (2:1), ფრანგებთან მატჩში კი რამაზ სვანაძის გუნდი 89-ე წუთამდე იგებდა, სანამ ლეპენანმა ანგარიში არ გაათანაბრა, ხოლო ტიმო ბარიმ 90+12 წუთზე ფრანგები წინ გაიყვანა.
მესამე ტურის მატჩამდე ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვაკეთის ქალაქ მარტინში ივარჯიშა. ტრავმის გამო ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია საბა საზონოვს. მთავარი მწვრთნელის რამაზ სვანაძის თქმით, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ითამაშებს თუ არა საზონოვი პორტუგალიასთან გადამწყვეტ შეხვედრაში.
„გუნდში შესანიშნავი განწყობაა. შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გვაქვს. საბა საზონოვის მდგომარეობას ჩვენი სამედიცინო გუნდი შეაფასებს და მოგვიანებით გვეცოდინება, შეძლებს თუ არა თამაშს. პორტუგალიასთან წარმატების მისაღწევად ყველაფერი კეთდება, დადებითი შედეგის მისაღწევად ცდას არ დავაკლებთ", - განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ნაკრების ფეხბურთელები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ აღნიშნული შეხვედრა გამარჯვებით დასრულდეს.
„ვეცდბით, რომ დადებითი ემოცია შევინარჩუნოთ. ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული და იმედია, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ეს ქართულ ფეხბურთს და შემდეგ თაობებს სჭირდებათ. ეს საფეხბურთო ისტორიაა, რომელიც ზედიზედ მესამე წელია, იწერება“, - განაცხადა სვანაძემ.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილზეა. პორტუგალიას კი 4 ქულა აქვს და პირველ ადგილზე იმყოფება.