https://sputnik-georgia.com/20250617/ramdenia-daqiravebit-dasaqmebulta-xelpasi-saqartveloshi-293782449.html
რამდენია დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საქართველოში – მონაცემები განახლდა
რამდენია დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საქართველოში – მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია. 17.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-17T16:39+0400
2025-06-17T16:39+0400
2025-06-17T16:39+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქსტატი
ახალი ამბები
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/77/234437752_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_b29bdcb206b317490b27a10f31bc10c4.jpg
თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2025 წლის პირველ კვარტალში 2.170,1 ლარი შეადგინა, რაც 11,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.2025 წლის იანვარ-მარტში ბიზნეს-სექტორში საშუალო ნომინალურმა ანაზღაურებამ 2.169,9 ლარი შეადგინა, რაც 9,3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.როგორც ცინცაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის სექტორში და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით.„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ნომინალური ხელფასი 16,1%-ით გაიზარდა და 2.170,9 ლარი შეადგინა.საქმიანობის ტიპის მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2025 წლის პირველ კვარტალში:ამასთან, საქართველოში ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. 2025 წლის პირველ კვარტალში მამაკაცების საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2.601,3 ლარი შეადგინა (+11% წელიწადში), ქალების კი 1.744,2 ლარი (+13,3% წელიწადში). მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23443/77/234437752_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_ec7ab170df89bd4fe1bda23e27805263.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქსტატი, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში
რამდენია დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი საქართველოში – მონაცემები განახლდა
მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.
თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 2025 წლის პირველ კვარტალში 2.170,1 ლარი შეადგინა, რაც 11,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2025 წლის იანვარ-მარტში ბიზნეს-სექტორში საშუალო ნომინალურმა ანაზღაურებამ 2.169,9 ლარი შეადგინა, რაც 9,3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
„2025 წლის პირველ კვარტალში მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები აისახა დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე, სადაც საკმაოდ მაღალი ზრდა ფიქსირდება - დაახლოებით 12%-ით არის საშუალო თვიური ანაზღაურება გაზრდილი და 2.170 ლარს აჭარბებს“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას.
როგორც ცინცაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის სექტორში და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით.
„საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში არაკომერციულ და საფინანსო სექტორში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალო ნომინალური ხელფასი 16,1%-ით გაიზარდა და 2.170,9 ლარი შეადგინა.
საქმიანობის ტიპის მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი 2025 წლის პირველ კვარტალში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5.515,1 ლარი (+22%);
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4.255,4 ლარი (+4,6%);
სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3.402,5 ლარი (+12,1%).
მშენებლობა – 2.908,9 ლარი (+10,8%).
ამასთან, საქართველოში ქალებისა და მამაკაცების ხელფასები კვლავ განსხვავდება. 2025 წლის პირველ კვარტალში მამაკაცების საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 2.601,3 ლარი შეადგინა (+11% წელიწადში), ქალების კი 1.744,2 ლარი (+13,3% წელიწადში). მამაკაცების ხელფასი ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა სექტორში უფრო მაღალია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთი.