https://sputnik-georgia.com/20250617/qartveli-potoreportiori-steninis-konkursis-short-listshi-moxvda-293797940.html
ქართველი ფოტორეპორტიორი სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში მოხვდა
ქართველი ფოტორეპორტიორი სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში მოხვდა
Sputnik საქართველო
გამარჯვებულებს მთავარი პრიზის - გრან-პრის გამარჯვებულთან ერთად მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოავლენენ 17.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-17T18:18+0400
2025-06-17T18:18+0400
2025-06-17T18:18+0400
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო
სტენინის სახელობის კონკურსი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/11/293793506_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_60960b23b255766ebf9635216cd9c226.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ქართველი ფოტოგრაფი ვლადიმერ უმიკაშვილი ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების XI საერთაშორისო კონკურსის შორტ-ლისტში მოხვდა – გამარჯვებულების ვინაობა დღეს მოსკოვში გამოცხადდა.ლაურეატების სრული სია, ისევე როგორც შორტ-ლისტიდან ფოტოების შერჩევა  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილოთ კონკურსის ვებგვერდის რუსულ და  ინგლისურ ვერსიებზე. დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, შორტ-ლისტში, რომლის მონაწილეებიც  კონკურსის საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, არ შეიცავს საპრიზო ადგილების  მითითებას: ისინი გამოვლინდებიან მთავარი პრიზის - გრან-პრის  გამარჯვებულთან ერთად მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ვლადიმერ უმიკაშვილმა კონკურსში მონაწილეობა მიიღო ნამუშევრების სერიით „მშვიდობიანი“ პროტესტის სახე“. ფოტორეპორტიორმა გააშუქა საპროტესტო აქციები, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში 2024 წლის 28 ნოემბრიდან იმართება ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომლის  თანახმადაც, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები  2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას  პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც დაკავებები  მოჰყვა. ამ დროისთვის საპროტესტო აქციები მშვიდობიანად გრძელდება. ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების XI საერთაშორისო კონკურსის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ფოტოჟურნალისტიკის დამსახურებული ოსტატები, უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოების მფლობელები: ვლადიმირ ვიატკინი (რუსეთი), ანატოლი მალცევი (რუსეთი), ვალერი მელნიკოვი (რუსეთი), დავიდ პუჰადო (სერბეთი), არიფ ხუდავერდი (თურქეთი) და ვანგ ცზიანჰუა (ჩინეთი).2025 წელს კონკურსის შორტ-ლისტმა გააერთიანა 15 ქვეყნის ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების ცალკეული ფოტოები და სერიები. 2025 წელს გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურიმ  დაათვალიერა  593 ფოტოგრაფის დაახლოებით 1,8 ათასი ნამუშევარი 40 ქვეყნიდან. „ჩვენთვის და ჟიურისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფოტოგრაფებმა იპოვონ ძალიან საინტერესო ისტორიები და საინტერესო ენაზე მოყვნენ. ეს ვიზუალური სამყარო, რომელშიც ჩვენ ვართ ჩაძირული, პირველივე ფოტოებიდან გვიზიდავს, მისი წაკითხვა წიგნივითაა შესაძლებელი. კონკურსზე ძალიან ძლიერი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი და დიდი სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ ფოტოჟურნალისტის პროფესია საიმედო ხელშია. ვერცერთი ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად ვერ შეძლებს იმის გაკეთებას, რასაც ჩვენი ახალგაზრდა პროფესიონალი ფოტოჟურნალისტები აკეთებენ!“, - აღნიშნა კონკურსის კურატორმა ოქსანა ოლეინიკმა.კონკურსის შესახებანდრეი  სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც   ორგანიზებულია მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ, რუსეთის ფედერაციის  იუნესკოს საქმეთა  კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს  ახალგაზრდა  ფოტოგრაფების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის მიმართ  საზოგადოების ყურადღების მიზიდვას. ესაა მოედანი ახალგაზრდა და ნიჭიერი  ფოტოგრაფებისათვის. კონკურსის  საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და  რადიო Sputnik (საერთაშორისო), ტელეარხი და პორტალი RT (საერთაშორისო),  მედიაჰოლდინგი Independent Media (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ახალი  ამბების სააგენტო ANA (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), Shanghai United Media  Group (SUMG) (ჩინეთი), გაზეთ China Daily -ის ინტერნეტ-პორტალი (ჩინეთი),  ინტერნეტ-პორტალი The Paper (ჩინეთი), მედიაქსელი Al Mayadeen (ლიბანი), საინფორმაციო სააგენტო  MEHR (ირანი), საინფორმაციო სააგენტო NAN (ნიგერია),ინტერნეტ-პორტალი  Brasil 247 (ბრაზილია), გაზეთი Al Sharq (ყატარი), საინფორმაციო სააგენტო Iraq International News Agency (ერაყი).
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, სტენინის სახელობის კონკურსი, საზოგადოება, ახალი ამბები
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, სტენინის სახელობის კონკურსი, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველი ფოტორეპორტიორი სტენინის სახელობის კონკურსის შორტ-ლისტში მოხვდა
გამარჯვებულებს მთავარი პრიზის - გრან-პრის გამარჯვებულთან ერთად მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოავლენენ
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ქართველი ფოტოგრაფი ვლადიმერ უმიკაშვილი ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების XI საერთაშორისო კონკურსის შორტ-ლისტში მოხვდა – გამარჯვებულების ვინაობა დღეს მოსკოვში გამოცხადდა.
ლაურეატების სრული სია, ისევე როგორც შორტ-ლისტიდან ფოტოების შერჩევა  დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილოთ კონკურსის ვებგვერდის 
რუსულ და  
ინგლისურ ვერსიებზე. 
დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, შორტ-ლისტში, რომლის მონაწილეებიც  კონკურსის საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, არ შეიცავს საპრიზო ადგილების  მითითებას: ისინი გამოვლინდებიან მთავარი პრიზის - გრან-პრის  გამარჯვებულთან ერთად მიმდინარე წლის შემოდგომაზე. 
ვლადიმერ უმიკაშვილმა კონკურსში მონაწილეობა მიიღო ნამუშევრების სერიით „მშვიდობიანი“ პროტესტის სახე“. ფოტორეპორტიორმა გააშუქა საპროტესტო აქციები, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში 2024 წლის 28 ნოემბრიდან იმართება ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომლის  თანახმადაც, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები  2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა. 4 დეკემბრამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობას და პოლიციას  პიროტექნიკას, ქვებს და „მოლოტოვის კოქტეილებს" ესროდნენ, რასაც დაკავებები  მოჰყვა. ამ დროისთვის საპროტესტო აქციები მშვიდობიანად გრძელდება. 
ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების XI საერთაშორისო კონკურსის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ფოტოჟურნალისტიკის დამსახურებული ოსტატები, უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოების მფლობელები: ვლადიმირ ვიატკინი (რუსეთი), ანატოლი მალცევი (რუსეთი), ვალერი მელნიკოვი (რუსეთი), დავიდ პუჰადო (სერბეთი), არიფ ხუდავერდი (თურქეთი) და ვანგ ცზიანჰუა (ჩინეთი).
2025 წელს კონკურსის შორტ-ლისტმა გააერთიანა 15 ქვეყნის ახალგაზრდა ფოტორეპორტიორების ცალკეული ფოტოები და სერიები. 2025 წელს გამარჯვებულების გამოსავლენად ჟიურიმ  დაათვალიერა  593 ფოტოგრაფის დაახლოებით 1,8 ათასი ნამუშევარი 40 ქვეყნიდან. 
„ჩვენთვის და ჟიურისთვის მნიშვნელოვანია, რომ ფოტოგრაფებმა იპოვონ ძალიან საინტერესო ისტორიები და საინტერესო ენაზე მოყვნენ. ეს ვიზუალური სამყარო, რომელშიც ჩვენ ვართ ჩაძირული, პირველივე ფოტოებიდან გვიზიდავს, მისი წაკითხვა წიგნივითაა შესაძლებელი. კონკურსზე ძალიან ძლიერი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი და დიდი სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ ფოტოჟურნალისტის პროფესია საიმედო ხელშია. ვერცერთი ხელოვნური ინტელექტი ნამდვილად ვერ შეძლებს იმის გაკეთებას, რასაც ჩვენი ახალგაზრდა პროფესიონალი ფოტოჟურნალისტები აკეთებენ!“, - აღნიშნა კონკურსის კურატორმა ოქსანა ოლეინიკმა.
ანდრეი  სტენინის სახელობის ფოტოჟურნალისტიკის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც   ორგანიზებულია მედია-ჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ, რუსეთის ფედერაციის  იუნესკოს საქმეთა  კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს  ახალგაზრდა  ფოტოგრაფების მხარდაჭერას და თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის მიმართ  საზოგადოების ყურადღების მიზიდვას. ესაა მოედანი ახალგაზრდა და ნიჭიერი  ფოტოგრაფებისათვის. 
კონკურსის  საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორები არიან: საინფორმაციო სააგენტო და  რადიო Sputnik (საერთაშორისო), ტელეარხი და პორტალი RT (საერთაშორისო),  მედიაჰოლდინგი Independent Media (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ახალი  ამბების სააგენტო ANA (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), Shanghai United Media  Group (SUMG) (ჩინეთი), გაზეთ China Daily -ის ინტერნეტ-პორტალი (ჩინეთი),  ინტერნეტ-პორტალი The Paper (ჩინეთი), მედიაქსელი Al Mayadeen (ლიბანი), საინფორმაციო სააგენტო  MEHR (ირანი), საინფორმაციო სააგენტო NAN (ნიგერია),ინტერნეტ-პორტალი  Brasil 247 (ბრაზილია), გაზეთი Al Sharq (ყატარი), საინფორმაციო სააგენტო Iraq International News Agency (ერაყი).