https://sputnik-georgia.com/20250617/puladi-gzavnilebi-saqartveloshi-statistika-ganaxlda-293786681.html
ფულადი გზავნილები საქართველოში - სტატისტიკა განახლდა
ფულადი გზავნილები საქართველოში - სტატისტიკა განახლდა
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია. 17.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-17T11:45+0400
2025-06-17T11:45+0400
2025-06-17T11:45+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_65:311:1938:1365_1920x0_80_0_0_6b796e707c10a505f73e9f53e1f677d3.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით გაიზარდა და 1.399,5 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია. იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 177,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,7%-ია. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან 36,7%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში.მაისში რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდაქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის მაისში 11,6%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 317,4 მლნ დოლარი შეადგინა. მაისში რუსეთიდან 43,7 მლნ დოლარი გადმოირიცხა - გზავნილების მთლიანი მოცულობის 13,8%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3%-ით ნაკლებია.რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთშიმაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 35,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,8%-ით მეტია.2025 წლის ხუთ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 156,2 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც 7,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23929/27/239292721_293:326:1679:1365_1920x0_80_0_0_0eaac36cfcab2c986ef43d954e7cb4c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , სტატისტიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ფულადი გზავნილები საქართველოში - სტატისტიკა განახლდა
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2025 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით გაიზარდა და 1.399,5 მლნ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
საანგარიშო პერიოდში საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით ლიდერი ქვეყანა აშშ-ია.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2025 წლის იანვარი-მაისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
აშშ | 262,8 | 20,8 |
იტალია | 244,1 | 6,7 |
რუსეთი | 177,2 | -36,7 |
გერმანია | 116,1 | 12,0 |
საბერძნეთი | 112,5 | 9,9 |
იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 177,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 12,7%-ია. საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან 36,7%-ით ნაკლები ფულადი გზავნილი შემოვიდა, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში.
მაისში რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2025 წლის მაისში 11,6%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 317,4 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2025 წლის მაისი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა,% |
აშშ | 59,1 | 25,3 |
იტალია | 52,8 | 9,8 |
რუსეთი | 43,7 | -9,3 |
გერმანია | 27,3 | 25,8 |
საბერძნეთი | 25,1 | 14,2 |
მაისში რუსეთიდან 43,7 მლნ დოლარი გადმოირიცხა - გზავნილების მთლიანი მოცულობის 13,8%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,3%-ით ნაკლებია.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 35,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,8%-ით მეტია.
2025 წლის ხუთ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ 156,2 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც 7,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.