https://sputnik-georgia.com/20250617/jutas-gzaze-agdgeniti-samushaoebi-dawyebulia-293798948.html
ჯუთას საავტომობილო გზაზე დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია
ჯუთას საავტომობილო გზაზე დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია
Sputnik საქართველო
გზის აღდგენაზე წინასწარი კვლევები და საპროექტო სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დაიწყო. 17.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-17T19:39+0400
2025-06-17T19:39+0400
2025-06-17T19:39+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281018845_0:58:800:508_1920x0_80_0_0_6ec8951b83c8e8e6069b6ff2d9bcde9c.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებულია არსებული (ისტორიული) მეწყერი და დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე გადაადგილება 2022 წლის ივნისიდან აკრძალულია.ადგილზე იმყოფებიან დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული გზის აღდგენა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.აჩხოტი–სნო–ახალციხე–ჯუთის გზა ზღვის დონიდან დაახლოებით 2 ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფლებს აკავშირებს. გზის ზოგიერთი მონაკვეთი უფსკრულის თავზე გადის და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად მიიჩნევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/08/281018845_23:0:778:566_1920x0_80_0_0_d5fee3b1169fbc04b21566ace5583fdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
ჯუთას საავტომობილო გზაზე დაზიანებული გზის აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია
გზის აღდგენაზე წინასწარი კვლევები და საპროექტო სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დაიწყო.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე მიმდინარე წლის აპრილიდან გააქტიურებულია არსებული (ისტორიული) მეწყერი და დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ გზაზე გადაადგილება 2022 წლის ივნისიდან აკრძალულია.
ამ ეტაპზე მეწყერი ისევ აქტიურ დინამიკაშია მოსული. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტად განისაზღვრა დროებითი გზის მოწყობა, რაც უზრუნველყოფს გადაადგილების მინიმალურ უსაფრთხოებას. პარალელურად, გრძელდება გეოლოგიური კვლევები და მუდმივი მონიტორინგი, რის საფუძველზეც დაიგეგმება გზის საბოლოო გამაგრება და სრულყოფილი რეაბილიტაცია.
ადგილზე იმყოფებიან დეპარტამენტისა და კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ არსებულ მდგომარეობას, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს დაზიანებული გზის აღდგენა და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა.
აჩხოტი–სნო–ახალციხე–ჯუთის გზა ზღვის დონიდან დაახლოებით 2 ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფლებს აკავშირებს. გზის ზოგიერთი მონაკვეთი უფსკრულის თავზე გადის და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად მიიჩნევა.