https://sputnik-georgia.com/20250617/genprokuroris-kandidatad-giorgi-gvarakidze-daasaxeles-293800151.html
გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე წარადგინეს
გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე წარადგინეს
Sputnik საქართველო
გენპროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ივნისს გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინეს 17.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-17T20:33+0400
2025-06-17T20:33+0400
2025-06-17T20:33+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საპროკურორო საბჭოს სხდომაზე საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე წარადგინა.გენპროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ივნისს გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინეს - გაბიტაშვილი ახალ თანამდებობაზე უფლებამოსილების აღსრულებას 11 ივნისს შეუდგა.გიორგი გვარაკიძე ამ დრომდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა - ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 13 მაისს დაინიშნა.საპროკურორო საბჭოს ცნობით, სხდომაზე გენპროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძესთან გასაუბრება 18 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც საბჭოს წევრები კენჭს უყრიან დასახელებულ კანდიდატს.ამასთან, გვარაკიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო.„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს მიენიჭა უფლებამოსილება დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.საპროკურორო საბჭო, მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე წარადგინეს
გენპროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ივნისს გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინეს
თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საპროკურორო საბჭოს სხდომაზე საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გვარაკიძე წარადგინა.
გენპროკურორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ივნისს გიორგი გაბიტაშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინეს - გაბიტაშვილი ახალ თანამდებობაზე უფლებამოსილების აღსრულებას 11 ივნისს შეუდგა.
გიორგი გვარაკიძე ამ დრომდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა - ის ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის 13 მაისს დაინიშნა.
საპროკურორო საბჭოს ცნობით, სხდომაზე გენპროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძესთან გასაუბრება 18 ივნისს გაიმართება, რის შემდეგაც საბჭოს წევრები კენჭს უყრიან დასახელებულ კანდიდატს.
გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ-პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და ა.შ.
ამასთან, გვარაკიძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო.
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს მიენიჭა უფლებამოსილება დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
საპროკურორო საბჭო, მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.