https://sputnik-georgia.com/20250617/axalcixeshi-5-ucxoeli-daakaves-293791577.html
ახალციხეში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას პოლიციელი დაჭრეს: დაკავებულია 5 უცხოელი
ახალციხეში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას პოლიციელი დაჭრეს: დაკავებულია 5 უცხოელი
Sputnik საქართველო
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 17.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-17T15:25+0400
2025-06-17T15:25+0400
2025-06-17T15:25+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს სასაზღვრო პოლიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა სასაზღვრო სექტორ „ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 23-დან 32 წლამდეა, ერთ-ერთი ქალია.გამოძიებით დადგინდა, რომ ორი ბრალდებული სასაზღვრო სექტორ „ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას მესაზღვრეების მოთხოვნას არ დაემორჩილა და წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მესაზღვრეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ ორივე ბრალდებულმა მიმალვა სცადა, თუმცა მესაზღვრეებმა ისინი მალევე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. უწყების ცნობით, დაშავებულ პოლიციელს სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სსკ-ისს 19-344-ე, 353-ე პრიმა და 25-19-344-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია , ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია , ახალი ამბები
ახალციხეში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას პოლიციელი დაჭრეს: დაკავებულია 5 უცხოელი
დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა სასაზღვრო სექტორ „ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 23-დან 32 წლამდეა, ერთ-ერთი ქალია.
აღნიშნულ პირებს საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობასა და პოლიციელზე თავდასხმას, ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში დახმარებას ედავება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორი ბრალდებული სასაზღვრო სექტორ „ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას მესაზღვრეების მოთხოვნას არ დაემორჩილა და წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა მესაზღვრეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა.
აღნიშნულის შემდეგ ორივე ბრალდებულმა მიმალვა სცადა, თუმცა მესაზღვრეებმა ისინი მალევე დააკავეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
უწყების ცნობით, დაშავებულ პოლიციელს სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სსკ-ისს 19-344-ე, 353-ე პრიმა და 25-19-344-ე მუხლებით მიმდინარეობს.