https://sputnik-georgia.com/20250616/zaur-dvalashvili-chempionats-gamoetisha-293781679.html
ძიუდო: ზაურ დვალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა
ძიუდო: ზაურ დვალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალია 16.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-16T18:49+0400
2025-06-16T18:49+0400
2025-06-16T18:49+0400
საქართველო
უნგრეთი
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276146560_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_e6aa277b61e9519a592723d9f60998d0.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს მამაკაცთა შორის 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზაურ დვალაშვილი გამოეთიშა, იუწყება პირველი არხი. დვალაშვილი მერვედფინალში დომინიკელ მედიქსონ კორტორეალთან დამატებით დროში დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა. ტურნირს მანამდე ეთერ ასკილაშვილი გამოეთიშა.ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 81 კგ, ხოლო ქალები — 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276146560_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_0c7293b6debbfa08ba1496e1de8f0c12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ძიუდო: ზაურ დვალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალია
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს მამაკაცთა შორის 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზაურ დვალაშვილი გამოეთიშა, იუწყება პირველი არხი.
დვალაშვილი მერვედფინალში დომინიკელ მედიქსონ კორტორეალთან დამატებით დროში დამარცხდა და შეჯიბრება უმედლოდ დაასრულა. ტურნირს მანამდე ეთერ ასკილაშვილი გამოეთიშა.
ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 81 კგ, ხოლო ქალები — 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.