ხელოვნების სასახლე International Travel Award-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა

© photo: Sputnik / Natia Tserekidzeხელოვნების სასახლე Art Palace
ხელოვნების სასახლე Art Palace - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2025
გამოწერა
საქართველოს ხელოვნების სასახლე, ანუ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმი International Travel Award-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა და საქართველოში 2025 წლის საუკეთესო მუზეუმად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, Best Museum in Georgia-ს კატეგორიაში საერთაშორისო სამოგზაურო ჯილდო და International Travel Award-ის სერტიფიკატი ხელოვნების სასახლემ 2025 წლის 14 ივნისს მიიღო.
International Travel Award კონკურსი დუბაიში ტარდება. ჯილდო წელიწადში ერთხელ გაიცემა და ეყრდნობა მუზეუმების მაღალი სტუმართმოყვარეობის ხარისხსს, რაც დამთვარიელებელთა დადებით შეფასებებზეა დაფუძნებული. არსებული საერთაშორისო ტურისტული ჯილდოები აღიარებს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლეს მიღწევებს.
ჯილდო ენიჭებათ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციებს, კულტურულ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ კომპანიებს, ავიაკომპანიებს და სხვა.
საქართველოს ხელოვნების სასახლე, ანუ თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრია. შენობა 1926 წელს ცნობილი არქიტექტორის პაულ შტერნის პროექტით აიგო.
მუზეუმი თბილისის ისტორიული უბნის ძველ სახლში რამდენიმე სართულს იკავებს. ფართო დარბაზებში წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები, რომლებიც საქართველოს კინოს, თეატრს, კულტურას, მუსიკასა და ქორეოგრაფიას უკავშირდება.
აქ განთავსებულია 200 000-ზე მეტი ექსპონატი, რომლებიც მოგვითხრობს ქართული ხელოვნების განვითარებისა და ჩამოყალიბების ისტორიის შესახებ, ასევე ისტორიული აფიშები, თეატრალური კოსტიუმები, რომლებითაც გამოდიოდნენ ცნობილი ქართველი არტისტები, მემორიალური ნივთები, ფოტო-, ვიდეო- და აუდიომასალები, კინოფირები და მრავალი სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0