შემოსავლების სამსახურს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს

© Ministry of Finance of Georgiaირაკლი ბერაია
ირაკლი ბერაია - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2025
გამოწერა
შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც იგი ლევან კაკავამ დატოვა
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც იგი ლევან კაკავამ დატოვა - კაკავამ პოსტი, რომელსაც 2019 წლიდან იკავებდა, 16 ივნისს დატოვა.
რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, ირაკლი ბერაია ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო, სადაც მან 2,5 თვე იმუშავა.
ირაკლი ბერაია 48 წლისაა. მან 1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
პოლიტიკაში ის საბანკო სფეროდან მოვიდა. 2016–2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის პერიოდში ეკავა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
ყველა ახალი ამბავი
0