წვიმა, სეტყვა და ქარი: როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

© photo: Sputnik / Stringerწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2025
გამოწერა
სინოპტიკოსებმა უახლოესი დღეების პროგნოზი გაავრცელეს
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უამინდობა 18 ივნისამდე შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი წვიმის და ელჭექის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სეტყვის შესაძლებლობა შენარჩუნდება. ამასთან, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
ყველა ახალი ამბავი
0