https://sputnik-georgia.com/20250616/proeqtma-saertashoriso-konkursze-oqros-prizi-daimsaxura-293781069.html
კულტურის სამინისტრო: ქართულმა პროექტმა აშშ-ს საერთაშორისო კონკურსზე ოქროს პრიზი დაიმსახურა
კულტურის სამინისტრო: ქართულმა პროექტმა აშშ-ს საერთაშორისო კონკურსზე ოქროს პრიზი დაიმსახურა
Sputnik საქართველო
პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით შეიქმნა. 16.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-16T18:13+0400
2025-06-16T18:13+0400
2025-06-16T18:13+0400
საქართველო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271828446_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_b6fe3a6ff540dd0f1e639e0c91e05acf.jpg
თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რაჭის განახლებული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პროექტმა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო დიზაინის კონკურს The un Design Award-ზე ოქროს პრიზი მოიპოვა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით შეიქმნა. გამოფენის სამეცნიერო კონცეფცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებმა ონის მუზეუმის თანამშრომლების ჩართულობით შეიმუშავეს, ხოლო StudioMilou-მ ამ ხედვას დიზაინის ინოვაციური გადაწყვეტა მისცა.უწყების ცნობით, გამოფენა დამთვალიერებელს გააცნობს და ახლებურად მოუთხრობს რაჭის რეგიონის მდიდარი ბუნების, ისტორიისა და კულტურის შესახებ.„პროექტის განხორციელების შედეგად, რაჭის მუზეუმი გარდაიქმნება რეგიონში უმთავრეს და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ; შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი“, -აღნიშნავენს სამინისტროშირაჭის მუზეუმის გამოფენის პროექტის საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოს კულტურული და სამუზეუმო სივრცისთვის და, ამასთანავე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუზეუმების როლის მზარდ მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271828446_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_34bc0c0ff05ee96169d08c8058072590.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საზოგადოება, ახალი ამბები
კულტურის სამინისტრო: ქართულმა პროექტმა აშშ-ს საერთაშორისო კონკურსზე ოქროს პრიზი დაიმსახურა
პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით შეიქმნა.
თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. რაჭის განახლებული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პროექტმა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო დიზაინის კონკურს The un Design Award-ზე ოქროს პრიზი მოიპოვა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით შეიქმნა. გამოფენის სამეცნიერო კონცეფცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებმა ონის მუზეუმის თანამშრომლების ჩართულობით შეიმუშავეს, ხოლო StudioMilou-მ ამ ხედვას დიზაინის ინოვაციური გადაწყვეტა მისცა.
„გამოფენა ქალაქ ონში, მუზეუმის ახალაშენებულ შენობაში განთავსდება. პირველი ფაზის წარმატებით დასრულებისა და საერთაშორისო აღიარების მოპოვების შემდეგ, გამოფენის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის – ექსპოზიციის ინსტალაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოფენა დამთვალიერებელს გააცნობს და ახლებურად მოუთხრობს რაჭის რეგიონის მდიდარი ბუნების, ისტორიისა და კულტურის შესახებ.
„პროექტის განხორციელების შედეგად, რაჭის მუზეუმი გარდაიქმნება რეგიონში უმთავრეს და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ; შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი“, -აღნიშნავენს სამინისტროში
რაჭის მუზეუმის გამოფენის პროექტის საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოს კულტურული და სამუზეუმო სივრცისთვის და, ამასთანავე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუზეუმების როლის მზარდ მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში.