თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, ვნუკოვოს აეროპორტში დაბრუნდა

© photo: Sputnik / Valeriy Mel'nikovვნუკოვოს აეროპორტი
ვნუკოვოს აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 16.06.2025
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, აფრენისას თვითმფრინავს მარჯვენა ძრავის ხუფი მოძვრა.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. რუსული ავიაკომპანია Azimut-ის ლაინერი Superjet-100-ი, რომელიც მოსკოვი-ბათუმის რეისს ასრულებდა, მოსკოვში, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა, იუწყება „რუსთავი 2" რუსულ მედიაზე დაყრდნობით.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, აფრენისას თვითმფრინავს მარჯვენა ძრავის ხუფი მოძვრა.
რუსული მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავიაკომპანიის პრეს-სამსახურის განცხადებით, თვითმფრინავი ვნუკოვოს აეროპორტში „ტექნიკური ხარვეზის" გამო დაბრუნდა.

როგორც ავიაკომპანიაში განმარტეს, ბათუმში მგზავრებს სარეზერვო თვითმფრინავით გადაიყვანენ.
ყველა ახალი ამბავი
0