https://sputnik-georgia.com/20250616/mashvelebma-alpuri-zonidan-mamakaci-gamoikvanes-293776499.html
მაშველებმა ალპური ზონიდან დაშავებული მამაკაცი გამოიყვანეს
მაშველებმა ალპური ზონიდან დაშავებული მამაკაცი გამოიყვანეს
Sputnik საქართველო
კახეთში, ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ქვათაცვენის შედეგად დაშავდა. 16.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-16T12:53+0400
2025-06-16T12:53+0400
2025-06-16T12:57+0400
საქართველო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280951940_7:218:1112:840_1920x0_80_0_0_5a1b18fea1223f0769f2a743b60ee5ad.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში, სოფელ ართანადან ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა ქვათაცვენის შედეგად დაზიანება მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა. სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მეხანძრე-მაშველების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა. მეხანძრე-მაშველებმა, შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/05/280951940_124:187:1015:855_1920x0_80_0_0_b44537ce036bcbdd2afcd553713ea6c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
მაშველებმა ალპური ზონიდან დაშავებული მამაკაცი გამოიყვანეს
12:53 16.06.2025 (განახლებულია: 12:57 16.06.2025) კახეთში, ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი ქვათაცვენის შედეგად დაშავდა.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში, სოფელ ართანადან ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა ქვათაცვენის შედეგად დაზიანება მიიღო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა.
სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მეხანძრე-მაშველების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა.
მეხანძრე-მაშველებმა, შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.