https://sputnik-georgia.com/20250616/machavariani-ar-davushvebt-israeli-iranis-konpliqtma-imoqmedos-qveknis-stabilurobaze-293777602.html
დეპუტატი: არ დავუშვებთ ისრაელი-ირანის კონფლიქტმა გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე
დეპუტატი: არ დავუშვებთ ისრაელი-ირანის კონფლიქტმა გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე
Sputnik საქართველო
მაჭავარიანის თქმით, არსებულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება აპირებს მაქსიმალურად პრაგმატულად იმოქმედოს 16.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-16T13:41+0400
2025-06-16T13:41+0400
2025-06-16T17:54+0400
საქართველო
ისრაელი-ჰამასის ომი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:244:960:784_1920x0_80_0_0_ea6a0b531def9082145adb8535e9fb3d.jpg
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აპირებს, ირანსა და ისრაელს შორის არსებული დაპირისპირების ესკალაციის ფონზე მაქსიმალურად პრაგმატულად იმოქმედოს და ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველა საჭირო ზომა გაატაროს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.13 ივნისის ღამეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცაჰალმა) ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც სამხედრო-საჰაერო ძალები ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო სამიზნეებსა და ობიექტებს ანადგურებენ. თეირანმა საპასუხოდ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3" დაიწყო და ისრაელის მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს მაქსიმალურად პრაგმატულად იმოქმედოს, განსაკუთრებით ამჟამინდელი არასტაბილურობის პირობებში. მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ გარანტად რჩება.როგორც დეპუტატმა განაცხადა, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი მთელ რეგიონს დიდ საფრთხეს უქმნის. ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება13 ივნისს ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის თეირანში, რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, სადაც, ირანული მედიის ცნობით, რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი სამხედრო მოხელე და ბირთვული ფიზიკის მეცნიერი დაიღუპა. ასევე დაიბომბა ნათანზის ბირთვული ობიექტი და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ირანის სამხედრო ბაზები.ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოქალაქეებისადმი მიმართვაში ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელს „მწარე და საშინელი ბედი“ ელის. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცნობით, ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ისრაელში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3" დაიწყო და ისრაელის სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/0f/288998180_0:154:960:874_1920x0_80_0_0_ea06758dfc0244b2880c13f3560cf6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, ქართული ოცნება
საქართველო, ისრაელი-ჰამასის ომი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, ქართული ოცნება
დეპუტატი: არ დავუშვებთ ისრაელი-ირანის კონფლიქტმა გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე
13:41 16.06.2025 (განახლებულია: 17:54 16.06.2025) მაჭავარიანის თქმით, არსებულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება აპირებს მაქსიმალურად პრაგმატულად იმოქმედოს
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აპირებს, ირანსა და ისრაელს შორის არსებული დაპირისპირების ესკალაციის ფონზე მაქსიმალურად პრაგმატულად იმოქმედოს და ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველა საჭირო ზომა გაატაროს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.
13 ივნისის ღამეს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (ცაჰალმა) ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც სამხედრო-საჰაერო ძალები ირანის ბირთვული პროგრამის სამხედრო სამიზნეებსა და ობიექტებს ანადგურებენ. თეირანმა საპასუხოდ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3" დაიწყო და ისრაელის მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ როგორც არ უნდა დაიძაბოს რეგიონში სიტუაცია, საქართველოს ეს არ შეეხოს და ჩვენი ქვეყანა იყოს მშვიდობის კუნძული რეგიონსა და მსოფლიოში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს მაქსიმალურად პრაგმატულად იმოქმედოს, განსაკუთრებით ამჟამინდელი არასტაბილურობის პირობებში. მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ გარანტად რჩება.
როგორც დეპუტატმა განაცხადა, ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი მთელ რეგიონს დიდ საფრთხეს უქმნის.
ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება
13 ივნისს ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის თეირანში, რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, სადაც, ირანული მედიის ცნობით, რამდენიმე მაღალი რანგის ირანელი სამხედრო მოხელე და ბირთვული ფიზიკის მეცნიერი დაიღუპა. ასევე დაიბომბა ნათანზის ბირთვული ობიექტი და ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ირანის სამხედრო ბაზები.
ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მოქალაქეებისადმი მიმართვაში ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ დარტყმებს დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ ისრაელს „მწარე და საშინელი ბედი“ ელის. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ცნობით, ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელის დარტყმების საპასუხოდ ისრაელში სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება 3" დაიწყო და ისრაელის სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.