https://sputnik-georgia.com/20250616/kvaracxeliam-atletikostan-matchshi-ori-asisti-miitvala-293775083.html
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: კვარაცხელიამ „ატლეტიკოსთან" მატჩში 2 ასისტი მიითვალა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: კვარაცხელიამ „ატლეტიკოსთან" მატჩში 2 ასისტი მიითვალა
Sputnik საქართველო
ისტორიაში პირველად, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფიფას ექვსი კონფედერაციის 32 გუნდი მონაწილეობს. 16.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-16T13:17+0400
2025-06-16T13:17+0400
2025-06-16T13:17+0400
საქართველო
საფრანგეთი
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052760_0:102:1441:912_1920x0_80_0_0_d4196eeeb0b22e009b1b183ff99fc3c0.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენმა" ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მადრიდის „ატლეტიკოს" დამარცხებით - ანგარიშით 4:0 გახსნა, ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი მატჩში ორი ასისტი მიითვალა.კვარაცხელიამ მინდორზე 72 წუთი დაჰყო. მე-18 წუთზე მან ფაბიან რუისი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა.პირველი ტაიმის დასასრულს კვარაცხელიამ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა - ვიტინიამ საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა და „პსჟ"-მა მატჩის პირველი ნახევარი ორბურთიანი სხვაობით დაასრულა.87-ე წუთზე პარიზელების უპირატესობა სენი მაილუმ გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+6-ე წუთზე ლი კანგ-ინმა დააფიქსირა – 4:0.მეორე ტურში „პსჟ" 19 ივნისს ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება. ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფარგლებში, რომელსაც აშშ 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში უმასპინძლებს , 63 მატჩი გაიმართება - ისტორიაში პირველად, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფიფას ექვსი კონფედერაციის 32 გუნდი მონაწილეობს.მონაწილეები რვა ჯგუფში არიან გადანაწილებული, თითოეულში ოთხი გუნდი. მერვედფინალის საგზურს ჯგუფში ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მიიღებს. A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება და პირიქით, B ჯგუფის გამარჯვებული – A ჯგუფში მეორე ადგილზე გასულს დაუპირისპირდება. ასე დაწყვილდებიან ჯგუფებიდან გასული გუნდები მერვედფინალში.ამ სეზონში პარიზელებმა მოიგეს საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე ისტორიაში პირველად გახდნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, დაამარცხეს რა მილანის „ინტერი" (5:0).კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს" 2025 წლის იანვრის ბოლოს შეუერთდა.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/02/08/292052760_0:0:1441:1080_1920x0_80_0_0_1fa98df858c285403279de4d57d83c34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საფრანგეთი , სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საფრანგეთი , სპორტი, ახალი ამბები
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი: კვარაცხელიამ „ატლეტიკოსთან" მატჩში 2 ასისტი მიითვალა
ისტორიაში პირველად, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფიფას ექვსი კონფედერაციის 32 გუნდი მონაწილეობს.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. „პარი სენ-ჟერმენმა" ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მადრიდის „ატლეტიკოს" დამარცხებით - ანგარიშით 4:0 გახსნა, ქართველმა ვინგერმა ხვიჩა კვარაცხელიამ კი მატჩში ორი ასისტი მიითვალა.
კვარაცხელიამ მინდორზე 72 წუთი დაჰყო. მე-18 წუთზე მან ფაბიან რუისი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
პირველი ტაიმის დასასრულს კვარაცხელიამ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა - ვიტინიამ საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა და „პსჟ"-მა მატჩის პირველი ნახევარი ორბურთიანი სხვაობით დაასრულა.
87-ე წუთზე პარიზელების უპირატესობა სენი მაილუმ გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+6-ე წუთზე ლი კანგ-ინმა დააფიქსირა – 4:0.
მეორე ტურში „პსჟ" 19 ივნისს ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება.
ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფარგლებში, რომელსაც აშშ 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით პერიოდში უმასპინძლებს , 63 მატჩი გაიმართება - ისტორიაში პირველად, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფიფას ექვსი კონფედერაციის 32 გუნდი მონაწილეობს.
მონაწილეები რვა ჯგუფში არიან გადანაწილებული, თითოეულში ოთხი გუნდი. მერვედფინალის საგზურს ჯგუფში ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მიიღებს. A ჯგუფის გამარჯვებული B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება და პირიქით, B ჯგუფის გამარჯვებული – A ჯგუფში მეორე ადგილზე გასულს დაუპირისპირდება. ასე დაწყვილდებიან ჯგუფებიდან გასული გუნდები მერვედფინალში.
ამ სეზონში პარიზელებმა მოიგეს საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე ისტორიაში პირველად გახდნენ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, დაამარცხეს რა მილანის „ინტერი" (5:0).
კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს" 2025 წლის იანვრის ბოლოს შეუერთდა.