https://sputnik-georgia.com/20250616/eter-askilashvili-msoplio-chempionatsgamoetisha-293778790.html
ძიუდო: ეთერ ასკილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
ძიუდო: ეთერ ასკილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალია 16.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-16T14:13+0400
2025-06-16T14:13+0400
2025-06-16T14:13+0400
საქართველო
სპორტი
უნგრეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284052529_0:70:2048:1222_1920x0_80_0_0_e5a3b62deaf033f544a381376ac1b7a3.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ასკილაშვილი გამოეთიშა, იუწყება პირველი არხი.ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 81 კგ, ხოლო ქალები — 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ. დღეს საკუთარ ძალებს ტატამიზე, ასკილაშვილის გარდა, ტატო გრიგალაშვილი და ზაურ დვალაშვილი მოსინჯავენ.ეთერ ასკილაშვილი ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა. ქართველი ძიუდოისტი ჩინელ ჯინ ტანგთან იპონით დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/07/284052529_231:0:2048:1363_1920x0_80_0_0_76e3470b77b47cdc6e2c4af2a5eba612.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, უნგრეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, უნგრეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
ძიუდო: ეთერ ასკილაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალია
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ასკილაშვილი გამოეთიშა, იუწყება პირველი არხი.
ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 81 კგ, ხოლო ქალები — 63 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.
დღეს საკუთარ ძალებს ტატამიზე, ასკილაშვილის გარდა, ტატო გრიგალაშვილი და ზაურ დვალაშვილი მოსინჯავენ.
ეთერ ასკილაშვილი ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა. ქართველი ძიუდოისტი ჩინელ ჯინ ტანგთან იპონით დამარცხდა და ტურნირზე გამოსვლა დაასრულა.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.