https://sputnik-georgia.com/20250616/dziudo-msoplio-chempionatze-sami-qartveli-iasparezebs-293774754.html
ძიუდო: დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი იასპარეზებს
ძიუდო: დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი იასპარეზებს
Sputnik საქართველო
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია 16.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-16T12:35+0400
2025-06-16T12:35+0400
2025-06-16T12:35+0400
საქართველო
სპორტი
უნგრეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1e/289256036_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_790c44480bedba36498ab76c64e0aefb.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს, იუწყება პირველი არხი.ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 81 კგ, ხოლო ქალები — 63 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ - ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი და ეთერ ასკილაშვილი გამოვლენ.ტატო გრიგალაშვილი ვენესუელელი ლუის პარიჩესა და თურქი ვედატ ალბაირაქის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მეოთხედ შეეცდება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ზაურ დვალაშვილის მეტოქე კი შვეიცარიელი ორელინ ბონფერონი იქნება.ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ასკილაშვილი პირველ შეხვედრას ჩინელ ჯინ ტანგთან გამართავს.წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/1e/289256036_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_f4471c7828c004432e8642e62cd95a41.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, უნგრეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, უნგრეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
ძიუდო: დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი იასპარეზებს
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს, იუწყება პირველი არხი.
ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 81 კგ, ხოლო ქალები — 63 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ - ტატამიზე ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი და ეთერ ასკილაშვილი გამოვლენ.
ტატო გრიგალაშვილი ვენესუელელი ლუის პარიჩესა და თურქი ვედატ ალბაირაქის შეხვედრაში გამარჯვებულს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მეოთხედ შეეცდება მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას. ზაურ დვალაშვილის მეტოქე კი შვეიცარიელი ორელინ ბონფერონი იქნება.
ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ეთერ ასკილაშვილი პირველ შეხვედრას ჩინელ ჯინ ტანგთან გამართავს.
წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და მსოფლიო ჩემპიონობა დამსახურებულად მოიპოვა.