https://sputnik-georgia.com/20250616/britanetis-dazvervas-bleiz-metreveli-uxelmzgvanelebs-293773368.html
ბრიტანეთის დაზვერვას წარმომავლობით ქართველი ქალი - ბლეიზ მეტრეველი უხელმძღვანელებს
ბრიტანეთის დაზვერვას წარმომავლობით ქართველი ქალი - ბლეიზ მეტრეველი უხელმძღვანელებს
Sputnik საქართველო
მეტრეველი დაზვერვის ოფიცერია და აღნიშნულ სტრუქტურაში 1999 წლიდან მუშაობს. მისი პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი უკავშირდება ოპერატიულ მუშაობას ახლო აღმოსავლეთსა... 16.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-16T10:50+0400
2025-06-16T10:50+0400
2025-06-16T10:51+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271602063_0:720:2048:1872_1920x0_80_0_0_bc30c578e8575a1eeb629e65e7bbfd20.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილი სამსახურის უფროსად 47 წლის ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა, იუწყება „რადიო თავისუფლება".ქართული წარმომავლობის ბლეიზ მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს. იგი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბრიდან დაიკავებს და მოქმედ ხელმძღვანელ რიჩარდ მურს ჩაანაცვლებს. მეტრეველი ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი იქნება.დაზვერვის სამსახურის უფროსად მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე 15 ივნისს გამოქვეყნდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ისტორიული უწოდა. მისი თქმით, ბლეიზ მეტრეველის „ისტორიული დანიშვნა" მოხდა იმ დროს, როცა სადაზვერვო სამსახურების მუშაობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნამდე ბლეიზ მეტრეველი MI6-ის ტექნოლოგიების და ინოვაციების განყოფილების უფროსი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურში MI5.მეტრეველი დაზვერვის ოფიცერია და აღნიშნულ სტრუქტურაში 1999 წლიდან მუშაობს. მისი პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი უკავშირდება ოპერატიულ მუშაობას ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში.მეტრეველს განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბუკის კოლეჯში აქვს მიღებული. იგი ანთროპოლოგიას სწავლობდა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/18/271602063_0:528:2048:2064_1920x0_80_0_0_626974d7dc83bfd6a0257451c1d556d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები, ახალი ამბები
ბრიტანეთის დაზვერვას წარმომავლობით ქართველი ქალი - ბლეიზ მეტრეველი უხელმძღვანელებს
10:50 16.06.2025 (განახლებულია: 10:51 16.06.2025) მეტრეველი დაზვერვის ოფიცერია და აღნიშნულ სტრუქტურაში 1999 წლიდან მუშაობს. მისი პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი უკავშირდება ოპერატიულ მუშაობას ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, მსოფლიოში MI6-ის სახელით ცნობილი სამსახურის უფროსად 47 წლის ბლეიზ მეტრეველი დაინიშნა, იუწყება „რადიო თავისუფლება".
ქართული წარმომავლობის ბლეიზ მეტრეველი პირველი ქალია, რომელიც ბრიტანეთის საგარეო დაზვერვას უხელმძღვანელებს. იგი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბრიდან დაიკავებს და მოქმედ ხელმძღვანელ რიჩარდ მურს ჩაანაცვლებს. მეტრეველი ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი იქნება.
დაზვერვის სამსახურის უფროსად მისი დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის საიტზე 15 ივნისს გამოქვეყნდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ისტორიული უწოდა. მისი თქმით, ბლეიზ მეტრეველის „ისტორიული დანიშვნა" მოხდა იმ დროს, როცა სადაზვერვო სამსახურების მუშაობა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
„მოუთმენლად ველოდები ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან, აგენტებსა და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“, – განაცხადა მეტრეველმა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნამდე ბლეიზ მეტრეველი MI6-ის ტექნოლოგიების და ინოვაციების განყოფილების უფროსი იყო, მანამდე კი სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურში MI5.
მეტრეველი დაზვერვის ოფიცერია და აღნიშნულ სტრუქტურაში 1999 წლიდან მუშაობს. მისი პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი უკავშირდება ოპერატიულ მუშაობას ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში.
მეტრეველს განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბუკის კოლეჯში აქვს მიღებული. იგი ანთროპოლოგიას სწავლობდა.