https://sputnik-georgia.com/20250616/bochorishvili-ashsh-saxelmwipo-departamentis-mrchevels-shexvda-293782643.html
ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა
ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა
Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით 16.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-16T19:39+0400
2025-06-16T19:39+0400
2025-06-16T19:39+0400
საქართველო
აშშ
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_d2669eb924233245c484b521023eff62.jpg
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველ უაით ტოლკესთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.საქართველო და აშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291387748_52:0:961:682_1920x0_80_0_0_d485e51af441b2208dea59d847df514b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველ უაით ტოლკესთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული მხარის მზაობა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით.
მხარეებმა იმსჯელეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 2024 წლის 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 2024 წლის 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიღებულ დეკლარაციაში არ აღმოჩნდა ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც იყო პირველი პრეცედენტი 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.