https://sputnik-georgia.com/20250615/ziudo-nino-loladze-chempionats-gamoetisha-293767483.html
ძიუდო: ნინო ლოლაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
ძიუდო: ნინო ლოლაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა, ჯერჯერობით, ვერცერთი მედლის მოპოვება ვერ შეძლო. 15.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-15T15:38+0400
2025-06-15T15:38+0400
2025-06-15T15:38+0400
საქართველო
უნგრეთი
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251286109_0:141:3141:1908_1920x0_80_0_0_a46fef30e21d02343d2c0fbaaf27c9a2.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ლოლაძე გამოეთიშა, იუწყება პირველი არხი.ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 73 კგ, ხოლო ქალები — 57 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ. ნინო ლოლაძე ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა. ქართველმა ძიუდოისტმა შვეიცარიელ ბინტა ნდიაიესთან წააგო და მედლისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს. საქართველოს ნაკრებმა, ჯერჯერობით, ვერცერთი მედლის მოპოვება ვერ შეძლო.მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო მამაკაცთა შორის ყველა წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი. ორ წონით კატეგორიაში გუნდს ორ-ორი სპორტსმენი წარმოადგენს: ტატო გრიგალაშვილი და ზაურ დვალაშვილი 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში მედლების მოპოვებას ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე შეეცდებიან.ქალთა შორის საქართველოს 57 კგ წონით კატეგორიაში ორი სპორტსმენი - ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე წარადგენენ.2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251286109_206:0:2937:2048_1920x0_80_0_0_82eb6f344a1cd7cb1ba65318e6be2ebd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უნგრეთი, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, უნგრეთი, სპორტი, ახალი ამბები
ძიუდო: ნინო ლოლაძე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
საქართველოს ნაკრებმა, ჯერჯერობით, ვერცერთი მედლის მოპოვება ვერ შეძლო.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ლოლაძე გამოეთიშა, იუწყება პირველი არხი.
ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 73 კგ, ხოლო ქალები — 57 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.
ნინო ლოლაძე ტურნირს პირველივე შეხვედრაში გამოეთიშა. ქართველმა ძიუდოისტმა შვეიცარიელ ბინტა ნდიაიესთან წააგო და მედლისთვის ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრებმა, ჯერჯერობით, ვერცერთი მედლის მოპოვება ვერ შეძლო.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო მამაკაცთა შორის ყველა წონით კატეგორიაშია წარმოდგენილი. ორ წონით კატეგორიაში გუნდს ორ-ორი სპორტსმენი წარმოადგენს: ტატო გრიგალაშვილი და ზაურ დვალაშვილი 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში მედლების მოპოვებას ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე შეეცდებიან.
ქალთა შორის საქართველოს 57 კგ წონით კატეგორიაში ორი სპორტსმენი - ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე წარადგენენ.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.