https://sputnik-georgia.com/20250615/svanadze-jgupidan-gasvlis-shanss-vinarchunebt-293763882.html
სვანაძე: ჯგუფიდან გასვლის შანსს ვინარჩუნებთ
სვანაძე: ჯგუფიდან გასვლის შანსს ვინარჩუნებთ
Sputnik საქართველო
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება. 15.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-15T10:33+0400
2025-06-15T10:33+0400
2025-06-15T10:33+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250071137_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_c6acb2d04fdecaed1c09d2a5a2b2d2b5.jpg
თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში წავაგეთ და პირველი შემთხვევა იყო, როცა ბოლო წუთებზე დავმარცხდით, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ საფრანგეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.14 ივნისს „ევრო 2025"-ის მეორე ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.მისი თქმით, საფრანგეთის ნაკრები გამოცდილი გუნდია, რომლის ფეხბურთელებიც ტოპ-ჩემპიონატებში გამოდიან და სხვა ტემპში, უფრო ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ. ასეთ გუნდთან თამაში ჩვენი პროგრესის წინაპირობაა, დასძინა მან. რაც შეეხება პორტუგალიასთან დაგეგმილ მატჩს, ნაკრები სრულ მზადყოფნაშია და ფეხბურთელებმა წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.„ევრო 2025"-ის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ჟილანაში 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250071137_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_196f2c8b31035a9a13bbb2aa49e4a1e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
სვანაძე: ჯგუფიდან გასვლის შანსს ვინარჩუნებთ
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე პირველი თამაში წავაგეთ და პირველი შემთხვევა იყო, როცა ბოლო წუთებზე დავმარცხდით, განაცხადა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ საფრანგეთთან მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
14 ივნისს „ევრო 2025"-ის მეორე ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
„დრამატული თამაში გამოვიდა, განსაკუთრებით ბოლო წუთები. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. მათ შესანიშნავი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს... ჯგუფიდან გასვლის შანსს ვინარჩუნებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პორტუგალიასთან ეს შანსი გამოვიყენოთ", - განაცხადა სვანაძემ.
მისი თქმით, საფრანგეთის ნაკრები გამოცდილი გუნდია, რომლის ფეხბურთელებიც ტოპ-ჩემპიონატებში გამოდიან და სხვა ტემპში, უფრო ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობენ. ასეთ გუნდთან თამაში ჩვენი პროგრესის წინაპირობაა, დასძინა მან.
რაც შეეხება პორტუგალიასთან დაგეგმილ მატჩს, ნაკრები სრულ მზადყოფნაშია და ფეხბურთელებმა წარმატებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთონ.
„ევრო 2025"-ის ბოლო ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრა ჟილანაში 17 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.