https://sputnik-georgia.com/20250615/qvrivishvili-air-serbia-shemosvla-bazrebis-diversipikaciis-politikis-shedegia-293768768.html
ქვრივიშვილი: Air Serbia-ს საქართველოში შემოსვლა ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის შედეგია
ქვრივიშვილი: Air Serbia-ს საქართველოში შემოსვლა ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის შედეგია
Sputnik საქართველო
ავიაკომპანია Air Serbia-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 11 ივნისს მიანიჭა. 15.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-15T19:05+0400
2025-06-15T19:05+0400
2025-06-15T19:05+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ავიამიმოსვლა საქართველოში
სერბეთი
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625617_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_4cbcb8fb387b3939440005e946188df5.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ველოდებით, რომ საქართველოში სერბეთიდან გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა, რაც დადებითად აისახება როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორის განვითარებაზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ევროპულმა ავიაკომპანია Air Serbia-მ დაიწყო, რომელიც ბელგრადი-თბილისი-ბელგრადის მიმართულებით რეისებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სერბეთის ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ასევე ცალსახად მიანიშნებს საქართველოზე, როგორც მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებაზე.ავიაკომპანია Air Serbia-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 11 ივნისს მიანიჭა.საქართველოს ავაიბაზარზე სერბული ავიკომპანიის შემოსვლას აქტიური მოლაპარაკებები უძღოდა წინ, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა.Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16,839 მგზავრი შეაედგინა, რაც 66 %-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.
საქართველო
სერბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625617_199:182:2090:1600_1920x0_80_0_0_f64441a84356c4bc4e57ca9dc99dac36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ავიამიმოსვლა საქართველოში, სერბეთი, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ავიამიმოსვლა საქართველოში, სერბეთი, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები
ქვრივიშვილი: Air Serbia-ს საქართველოში შემოსვლა ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის შედეგია
ავიაკომპანია Air Serbia-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 11 ივნისს მიანიჭა.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. ველოდებით, რომ საქართველოში სერბეთიდან გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა, რაც დადებითად აისახება როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორის განვითარებაზე, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ახალმა ევროპულმა ავიაკომპანია Air Serbia-მ დაიწყო, რომელიც ბელგრადი-თბილისი-ბელგრადის მიმართულებით რეისებს კვირაში სამი სიხშირით შეასრულებს. საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარულ ფრენებს. მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკებები სერბეთის მხარესთან წარმატებით დასრულდა. Air Serbia-ს საქართველოში შემოსვლა ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის წარმატებული შედეგია, რომელსაც მთავრობა აქტიურად ახორციელებს", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სერბეთის ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ასევე ცალსახად მიანიშნებს საქართველოზე, როგორც მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებაზე.
ავიაკომპანია Air Serbia-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 11 ივნისს მიანიჭა.
საქართველოს ავაიბაზარზე სერბული ავიკომპანიის შემოსვლას აქტიური მოლაპარაკებები უძღოდა წინ, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ სერბეთის ფლაგმანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, წარმატებით დაასრულა.
Air Serbia პირველი სერბული ეროვნული ავიაკომპანია Aeroput-ის მემკვიდრეა, რომელიც 1927 წელს დაარსდა. 2024 წელს საქართველოსა და სერბეთს შორის ჯამურმა მგზავრთნაკადმა 16,839 მგზავრი შეაედგინა, რაც 66 %-ით მეტია 2023 წლის მონაცემებთან შედარებით.