https://sputnik-georgia.com/20250615/netflix-psj-dokumentur-pilms-gadaigebs-293767095.html
Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში კვარაცხელიას გადაიღებენ
Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში კვარაცხელიას გადაიღებენ
Sputnik საქართველო
დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იქნება 2024-2025 წლების სეზონში პარიზული კლუბის შიდა სამზარეულო, როცა ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 15.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-15T16:13+0400
2025-06-15T16:13+0400
2025-06-15T16:13+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293121852_0:274:1351:1033_1920x0_80_0_0_f4fb168af3ac6f29719a221fb50f7d81.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პლატფორმა Netflix-ი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებულის, ფრანგული კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებს.31 მაისს „პარი სენ-ჟერმენი", რომლის შემადგენლობაშიცაა ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრის 73-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იქნება 2024-2025 წლების სეზონში პარიზული კლუბის შიდა სამზარეულო, როცა ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.სერიალში ნაჩვენები იქნება კლუბის ხელმძღვანელობისა და ლუის ენრიკეს სამწვრთნელო გუნდის მუშაობა.კვარაცხელია პარიზელებს 2025 წლის იანვარში შეუერთდა. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდეა ძალაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1e/293121852_0:147:1351:1160_1920x0_80_0_0_5ae9b59810b412b6b5100b2cb25c16a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
Netflix-ის დოკუმენტურ ფილმში კვარაცხელიას გადაიღებენ
დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იქნება 2024-2025 წლების სეზონში პარიზული კლუბის შიდა სამზარეულო, როცა ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პლატფორმა Netflix-ი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებულის, ფრანგული კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებს.
31 მაისს „პარი სენ-ჟერმენი", რომლის შემადგენლობაშიცაა ქართველი ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი" ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრის 73-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იქნება 2024-2025 წლების სეზონში პარიზული კლუბის შიდა სამზარეულო, როცა ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
„დოკუმენტური ფილმი „პარი სენ-ჟერმენზე“ შიგნიდან დაგვანახებს კლუბს. ის Netflix-ზე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გავა“, – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ალ-ხელაიფიმ.
სერიალში ნაჩვენები იქნება კლუბის ხელმძღვანელობისა და ლუის ენრიკეს სამწვრთნელო გუნდის მუშაობა.
კვარაცხელია პარიზელებს 2025 წლის იანვარში შეუერთდა. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდეა ძალაში.