https://sputnik-georgia.com/20250615/lasha-shavdatuashvili-msoplio-chempionats-gamoetisha-293768280.html
ძიუდო: ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მედლის გარეშე დაასრულა
ძიუდო: ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მედლის გარეშე დაასრულა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე, ჯერჯერობით, არცერთი მედალი არ არის. 15.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-15T18:15+0400
2025-06-15T18:15+0400
2025-06-15T18:15+0400
საქართველო
სპორტი
უნგრეთი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252427862_0:0:2049:1153_1920x0_80_0_0_f5896b4aa846230185a5a5b2393d0aa8.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს მამაკაცთა შორის 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი გამოეთიშა, იუწყება პირველი არხი.ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევთან დამატებით დროში გაფრთხილებებით წააგო და ტურნირს გამოეთიშა.მანამდე ტურნირზე ასპარეზობა 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ლოლაძემ დაასრულა - ქართველი ძიუდოისტი პირველივე შეხვედრაში შვეიცარიელ ბინტა ნდიაიესთან დამარცხდა.ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 73 კგ, ხოლო ქალები — 57 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.საქართველოს ნაკრების ანგარიშზე, ჯერჯერობით, არცერთი მედალი არ არის.2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252427862_58:0:1989:1448_1920x0_80_0_0_58ebcec432af867a663e3804f973cfa6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, უნგრეთი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, სპორტი, უნგრეთი, ახალი ამბები, საზოგადოება
ძიუდო: ლაშა შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მედლის გარეშე დაასრულა
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე, ჯერჯერობით, არცერთი მედალი არ არის.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატს მამაკაცთა შორის 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი გამოეთიშა, იუწყება პირველი არხი.
ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევთან დამატებით დროში გაფრთხილებებით წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
მანამდე ტურნირზე ასპარეზობა 57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ლოლაძემ დაასრულა - ქართველი ძიუდოისტი პირველივე შეხვედრაში შვეიცარიელ ბინტა ნდიაიესთან დამარცხდა.
ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-20 ივნისის პერიოდში იმართება. ტურნირის მესამე საშეჯიბრო დღეს მამაკაცები 73 კგ, ხოლო ქალები — 57 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე, ჯერჯერობით, არცერთი მედალი არ არის.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც აბუ-დაბიში გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ). გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) – ვერცხლის, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.