https://sputnik-georgia.com/20250615/1-seqtembridan-axali-binadrobis-nebartva-gaicema-293763598.html
საქართველოში ახალი ბინადრობის ნებართვა 1-ელი სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი
საქართველოში ახალი ბინადრობის ნებართვა 1-ელი სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი
Sputnik საქართველო
IT-სპეციალისტების გარდა, დროებითი ბინადრობის ნებართვა მათი ოჯახის წევრებზეც გაიცემა. 15.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-15T09:52+0400
2025-06-15T09:52+0400
2025-06-15T09:52+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525137_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_c9fa49fd152e7599c4c67f71079e945b.jpg
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“კანონში ცვლილებები, რომელიც IT-სპეციალისტებისთვის ბინადრობის ნებართვის ახალ ფორმას ნერგავს.კანონპროექტი 2025 წლის 1-ელ სექტემბერს ამოქმედდება. მანამდე ცნობილი გახდება ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების საბოლოო სია.ვინ მიიღებს ბინადრობის ნებართვას და რას ითვალისწინებს იგი?დოკუმენტი გაიცემა სამი წლის ვადით, მაგრამ მისი მოქმედება შეწყდება, თუ მისი მფლობელი 12 თვიდან 183 დღის განმავლობაში რეალურად არ იმყოფებოდა ქვეყანაში.ამისათვის უცხოელი I- სპეციალისტები ან უნდა იყვნენ რეგისტრირებული შრომითი მიგრანტების რეესტრში, ან უნდა ჰქონდეთ მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოში, ან უნდა იყვნენ საერთაშორისო IT-კომპანიის წარმომადგენლები ან მენეჯერები.ბინადრობის ნებართვის მისაღებად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე უცხოელებმა უნდა წარმოადგინონ ორი წლის განმავლობაში მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობის დოკუმენტური მტკიცებულება და 25 ათასი დოლარის ეკვივალენტში წლიური ბრუნვა.ბინადრობის ნებართვა იძლევა ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის, ასევე რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის უფლებას. თუმცა, ის არ იძლევა არჩევნებზე ხმის მიცემის, პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე ფორმით მონაწილეობის ან სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის უფლებას, ასევე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი პროგრამებით სარგებლობის უფლებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/15/283525137_191:0:2922:2048_1920x0_80_0_0_79e681fa60db3aab2064a9afd3d2cc96.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოში ახალი ბინადრობის ნებართვა 1-ელი სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი
IT-სპეციალისტების გარდა, დროებითი ბინადრობის ნებართვა მათი ოჯახის წევრებზეც გაიცემა.
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“კანონში ცვლილებები, რომელიც IT-სპეციალისტებისთვის ბინადრობის ნებართვის ახალ ფორმას ნერგავს.
კანონპროექტი 2025 წლის 1-ელ სექტემბერს ამოქმედდება. მანამდე ცნობილი გახდება ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების საბოლოო სია.
ვინ მიიღებს ბინადრობის ნებართვას და რას ითვალისწინებს იგი?
დოკუმენტი გაიცემა სამი წლის ვადით, მაგრამ მისი მოქმედება შეწყდება, თუ მისი მფლობელი 12 თვიდან 183 დღის განმავლობაში რეალურად არ იმყოფებოდა ქვეყანაში.
ამისათვის უცხოელი I- სპეციალისტები ან უნდა იყვნენ რეგისტრირებული შრომითი მიგრანტების რეესტრში, ან უნდა ჰქონდეთ მცირე ბიზნესის სტატუსი საქართველოში, ან უნდა იყვნენ საერთაშორისო IT-კომპანიის წარმომადგენლები ან მენეჯერები.
ბინადრობის ნებართვის მისაღებად მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე უცხოელებმა უნდა წარმოადგინონ ორი წლის განმავლობაში მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობის დოკუმენტური მტკიცებულება და 25 ათასი დოლარის ეკვივალენტში წლიური ბრუნვა.
IT-სპეციალისტების გარდა, დროებითი ბინადრობის ნებართვა მათი ოჯახის წევრებზეც გაიცემა.
ბინადრობის ნებართვა იძლევა ქვეყანაში ლეგალურად დარჩენის, ასევე რიგი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობის უფლებას. თუმცა, ის არ იძლევა არჩევნებზე ხმის მიცემის, პოლიტიკურ ცხოვრებაში რაიმე ფორმით მონაწილეობის ან სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის უფლებას, ასევე მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი პროგრამებით სარგებლობის უფლებას.