რამდენად გაიზარდა საქართველოს საგარეო ვაჭრობა - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2025
გამოწერა
ექსპორტმა 2,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 14,6%-ით მეტია.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-მაისში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,3%-ით გაიზარდა და 9,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 7,2 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 13%-ით მეტი.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარი-მაისი

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

2 595,3

14,6

იმპორტი

7 195,6

12,8

სულ

9 790,9

13,3

ექსპორტმა 2,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 14,6%-ით მეტია.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 11,8%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით 8%-ით გაიზარდა და 23,4 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გამოკლებით), ხოლო გასულ წელს ქართული პროდუქციის ექსპორტი 6,6 მილიარდი დოლარის ოდენობით განხორციელდა - თითქმის 8%-ით მეტი 2023 წელთან შედარებით.
2024 წელს ქვეყანაში იმპორტირებულია 16,8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 8,1%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0