https://sputnik-georgia.com/20250614/ombudsmeni-ssm-pirebi-kvlav-araerti-gamowvevis-winase-dganan-293757271.html
ომბუდსმენი: შშმ პირები საქართველოში კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან
ომბუდსმენი: შშმ პირები საქართველოში კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან
Sputnik საქართველო
სახალხო დამცველი წელს თემატური მიმართულებებით რამდენიმე სპეციალური ანგარიშის მომზადებას გეგმავს. 14.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-14T15:00+0400
2025-06-14T15:00+0400
2025-06-14T15:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252605795_0:0:3101:1745_1920x0_80_0_0_6596b32099be48ed0d544a4a1e900210.jpg
თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. ქვეყანაში შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის სერვისების სიმცირეა, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. იოსელიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში შშმ პირები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ შორის, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის შეფერხებული პროცესი, უწყვეტ და ხარისხიან ინკლუზიურ განათლებაზე წვდომა, ღია შრომის ბაზარზე დასაქმება და სხვ. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები. უწყების ცნობით, სახალხო დამცველი მიმდინარე წელს თემატური მიმართულებებით რამდენიმე სპეციალური ანგარიშის მომზადებას გეგმავს. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 2003 წლიდან აღინიშნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/11/252605795_335:0:3066:2048_1920x0_80_0_0_9c50f3bf68d22bd03501811e4f1a5d3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, სოციალური სფერო საქართველოში
ომბუდსმენი: შშმ პირები საქართველოში კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან
15:00 14.06.2025 (განახლებულია: 15:53 14.06.2025) სახალხო დამცველი წელს თემატური მიმართულებებით რამდენიმე სპეციალური ანგარიშის მომზადებას გეგმავს.
თბილისი, 14 ივნისი - Sputnik. ქვეყანაში შშმ პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი და ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის სერვისების სიმცირეა, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ამ დღის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
იოსელიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში შშმ პირები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. მათ შორის, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის შეფერხებული პროცესი, უწყვეტ და ხარისხიან ინკლუზიურ განათლებაზე წვდომა, ღია შრომის ბაზარზე დასაქმება და სხვ.
„კვლავ არ არსებობს საჭირო რეაბილიტაციის პროგრამები ზრდასრული შშმ პირებისათვის. საყურადღებოა ისიც, რომ შშმ ბავშვები არ მოიაზრებიან პერსონალური ასისტენტის სახელმწიფო პროგრამის სამიზნე ჯგუფად", - აღნიშნულია განცხადებაში.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ ქვეყანაში კვლავ მწვავედ დგას ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები.
უწყების ცნობით, სახალხო დამცველი მიმდინარე წელს თემატური მიმართულებებით რამდენიმე სპეციალური ანგარიშის მომზადებას გეგმავს.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე 2003 წლიდან აღინიშნება.