https://sputnik-georgia.com/20250614/konkurenciis-saagentom-pesticidebis-da-agroqimikatebis-bazris-monitoringi-daiwyo-293749482.html
კონკურენციის სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო
კონკურენციის სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო
Sputnik საქართველო
უწყებამ მონიტორინგი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 14.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-14T11:22+0400
2025-06-14T11:22+0400
2025-06-14T11:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო
რჩევები მშობლებს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281576498_0:106:1280:827_1920x0_80_0_0_37a33be6a891b4388e36ae9a6a22c418.jpg
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყებამ მონიტორინგი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მონიტორინგის მიზანი კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზია. სააგენტოს ცნობით, დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული 1000-ზე მეტი დასახელების პესტიციდი და 1450-მდე დასახელების აგროქიმიკატი (სასუქი), რომელთა იმპორტს საქართველოში 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია ახორციელებს.სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვაში აღნიშნულია, რომ საცალო ბაზარზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების პროდუქციაზე არსებობს კონკურენციის შემზღუდველი შესაძლო შეთანხმებები, ასევე, სავარაუდოდ, დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად იყენებენ, რაც საბოლოო ჯამში მოსავლის სარეალიზაციო ფასზეც აისახება. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის შუალედური შედეგები პერიოდულად დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდება. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო და მაკონტროლებელ ორგანოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს, ბაზრის მონიტორინგის პროცესი შესაბამის უწყებებთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება, აღნიშნეს უწყებაში.ამ ეტაპზე GCCA მონიტორინგს ახორციელებს FMCG ბაზრის, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/17/281576498_90:0:1228:853_1920x0_80_0_0_2650105575d7e842a342eadd4a8d7c46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო, რჩევები მშობლებს
ახალი ამბები, საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, სურსათის ეროვნული სააგენტო, რჩევები მშობლებს
კონკურენციის სააგენტომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო
უწყებამ მონიტორინგი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებამ მონიტორინგი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მონიტორინგის მიზანი კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზია.
სააგენტოს ცნობით, დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული 1000-ზე მეტი დასახელების პესტიციდი და 1450-მდე დასახელების აგროქიმიკატი (სასუქი), რომელთა იმპორტს საქართველოში 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია ახორციელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართვაში აღნიშნულია, რომ საცალო ბაზარზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების პროდუქციაზე არსებობს კონკურენციის შემზღუდველი შესაძლო შეთანხმებები, ასევე, სავარაუდოდ, დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად იყენებენ, რაც საბოლოო ჯამში მოსავლის სარეალიზაციო ფასზეც აისახება.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, მონიტორინგის შუალედური შედეგები პერიოდულად დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდება.
გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო და მაკონტროლებელ ორგანოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს, ბაზრის მონიტორინგის პროცესი შესაბამის უწყებებთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება, აღნიშნეს უწყებაში.
ამ ეტაპზე GCCA მონიტორინგს ახორციელებს FMCG ბაზრის, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრებზე.