სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

© photo: Sputnik / Aleksey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშისაგზაო სამუშაოები
საგზაო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2025
გამოწერა
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი მიმდინარე სარემონტო სამუშაოები იყო.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის გზის 50-ე კმ-ზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი მიმდინარე სარემონტო სამუშაოები იყო.
უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა 12, 13 და 14 ივნისს ყოველდღიურად 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე უნდა შეზღუდულიყო.
ყველა ახალი ამბავი
0