https://sputnik-georgia.com/20250613/sasamartlom-socialur-qselebsi-politikosebis-seuracxyofistvis-pirveli-jarimebi-gamowera-293750560.html
სასამართლომ სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის პირველი ჯარიმები გამოწერა
სასამართლომ სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის პირველი ჯარიმები გამოწერა
Sputnik საქართველო
გასულ კვირაში მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ მისი მისამართით გამოყენებული სიძულვილის ენის გამო პოლიციაში საჩივარი შეიტანა. 13.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-13T21:19+0400
2025-06-13T21:19+0400
2025-06-13T21:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_58ca49186d45076c6d7b655a1be40de0.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დეპუტატ მარიამ ლაშხის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 4 ათასი ლარით დააჯარიმა.მიშველაძე ერთ-ერთია 15 ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის, რომლის წინააღმდეგაც კანონის გამკაცრების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტების გამო შსს-მ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.გარდა ამისა, 4 ათასი ლარით დაჯარიმდა პოლიტკოსი ალეკო ელისაშვილი, მას შსს „ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ლაშა ტალახაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.აგრეთვე, "ოცნების" წევრის მიმართ დაწერილი კრიტიკული სტატუსის გამო „ერთობის" წევრი, გიორგი ტუმასიანი 4000 ლარით დააჯარიმეს.გასულ კვირაში მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ მისი მისამართით გამოყენებული სიძულვილის ენის გამო პოლიციაში საჩივარი შეიტანა.თავის განცხადებაში მმართველი პარტია დაეყრდნობა სისხლის სამართლის კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს, რომლებიც მიმდინარე წლის მარტში დამტკიცდა.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე.ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211041_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_32e7e1f1962c1899e9e49e25f75ea066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
სასამართლომ სოციალურ ქსელებში პოლიტიკოსის შეურაცხყოფისთვის პირველი ჯარიმები გამოწერა
გასულ კვირაში მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ მისი მისამართით გამოყენებული სიძულვილის ენის გამო პოლიციაში საჩივარი შეიტანა.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე დეპუტატ მარიამ ლაშხის სოციალურ ქსელში შეურაცხყოფისთვის 4 ათასი ლარით დააჯარიმა.
მიშველაძე ერთ-ერთია 15 ჟურნალისტსა და პოლიტიკოსს შორის, რომლის წინააღმდეგაც კანონის გამკაცრების შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტების გამო შსს-მ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო.
გარდა ამისა, 4 ათასი ლარით დაჯარიმდა პოლიტკოსი ალეკო ელისაშვილი, მას შსს „ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ლაშა ტალახაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.
აგრეთვე, "ოცნების" წევრის მიმართ დაწერილი კრიტიკული სტატუსის გამო „ერთობის" წევრი, გიორგი ტუმასიანი 4000 ლარით დააჯარიმეს.
გასულ კვირაში მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ მისი მისამართით გამოყენებული სიძულვილის ენის გამო პოლიციაში საჩივარი შეიტანა.
თავის განცხადებაში მმართველი პარტია დაეყრდნობა სისხლის სამართლის კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმებს, რომლებიც მიმდინარე წლის მარტში დამტკიცდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის, საჯარო მოხელის, საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის და/ან მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუქარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ან შესრულებასთან დაკავშირებით ან მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 12 წლამდე.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ გინება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი ქცევა ან სხვა შეურაცხმყოფელი ქმედება ან იგივე ქმედება, რომელიც დაკავშირებულია პირთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან, ისჯება ჯარიმით 1,5-დან 4 ათას ლარამდე ან პატიმრობით 45 დღემდე ვადით.