https://sputnik-georgia.com/20250613/rodis-gadava-saqartvelo-laridan-evroze-293743368.html
როდის გადავა საქართველო ლარიდან ევროზე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხი
როდის გადავა საქართველო ლარიდან ევროზე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხი
Sputnik საქართველო
ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს პროცესის დასაჩქარებლად, განაცხადა მარეგულირებლის ხელმძღვანელმა 13.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-13T10:37+0400
2025-06-13T10:37+0400
2025-06-13T10:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_0:0:1801:1014_1920x0_80_0_0_6424125c076756132e133920899973fc.jpg
თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საქართველოს ერთიან ევროგადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანებისთვის მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანების განაცხადი 2022 წელს წარადგინა. Single Euro Payment Area (SEPA) - არის ევროზონის ერთიანი საგადასახადო სისტემა, სადაც მთლიანად გაუქმებულია სხვაობა სხვადასხვა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო გადახდებს შორის ევროებში და ეს გადახდები ერთიან „საშინაო“ ბაზარზე ხორციელდება.მისი თქმით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს პროცესის დასაჩქარებლად.„იქაც ეს დაკავშირებულია ტექნიკურ პარამეტრებთან, ასე სწრაფად არ ხდება. ვიცი კოლეგებისგან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკირებისგან, რამდენად რთული და კომპლექსური პროცესია. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ და გავაიაფოთ ევროკავშირთან ჩვენი საფინანსო გზავნილები იქნება თუ სხვა ტიპის ტრანზაქციები და SEPA სწორედ ამას ემსახურება, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი", - თქვა თურნავამ.პროექტის მიზანია, ევროპის მასშტაბით, ევროს ელექტრონული გადახდების ჰარმონიზაცია და გადახდების ერთიანი და სტანდარტიზებული სისტემის შექმნა - იგი აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის.ერთიანი ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანება მომხმარებლებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს, ევროში ელექტრონული გადახდები განახორციელონ ერთი და იმავე ძირითადი პირობებით, ერთსა და იმავე უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ წევრ ქვეყანაში იმყოფებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/03/1d/292708747_86:0:1686:1200_1920x0_80_0_0_3487d9ed6eba998d968fc956fa97bc27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
როდის გადავა საქართველო ლარიდან ევროზე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხი
ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს პროცესის დასაჩქარებლად, განაცხადა მარეგულირებლის ხელმძღვანელმა
თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საქართველოს ერთიან ევროგადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანებისთვის მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანების განაცხადი 2022 წელს წარადგინა. Single Euro Payment Area (SEPA) - არის ევროზონის ერთიანი საგადასახადო სისტემა, სადაც მთლიანად გაუქმებულია სხვაობა სხვადასხვა ქვეყნის შიდა და საერთაშორისო გადახდებს შორის ევროებში და ეს გადახდები ერთიან „საშინაო“ ბაზარზე ხორციელდება.
„ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ეროვნული ბანკის კუთხით შესაბამისი ევროდირექტივების გადმოღების მიზნით, რაც კარგ საფუძველს ქმნის, რომ განხილვა დაიწყოს SEPA-ში ჩვენი გაწევრიანების, მთავრობამაც იმუშავა. შეიძლება რჩება რაღაც ნიუანსები, რაც შეიძლება პროცესში გასწორდეს, მაგრამ მოთხოვნების ძირითადი ნაწილი შესრულებულია“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს პროცესის დასაჩქარებლად.
„იქაც ეს დაკავშირებულია ტექნიკურ პარამეტრებთან, ასე სწრაფად არ ხდება. ვიცი კოლეგებისგან, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცენტრალური ბანკირებისგან, რამდენად რთული და კომპლექსური პროცესია. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაუმჯობესოთ და გავაიაფოთ ევროკავშირთან ჩვენი საფინანსო გზავნილები იქნება თუ სხვა ტიპის ტრანზაქციები და SEPA სწორედ ამას ემსახურება, ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი", - თქვა თურნავამ.
პროექტის მიზანია, ევროპის მასშტაბით, ევროს ელექტრონული გადახდების ჰარმონიზაცია და გადახდების ერთიანი და სტანდარტიზებული სისტემის შექმნა - იგი აუქმებს ტექნიკურ, სამართლებრივ და საბაზრო ბარიერებს მონაწილე ქვეყნებს შორის.
ერთიანი ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანება მომხმარებლებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს, ევროში ელექტრონული გადახდები განახორციელონ ერთი და იმავე ძირითადი პირობებით, ერთსა და იმავე უფლებებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ წევრ ქვეყანაში იმყოფებიან.