https://sputnik-georgia.com/20250613/raze-ixarjeboda-britanuli-grantebi-papuasvili-ganmartebebs-elis-293749920.html
რაზე იხარჯებოდა ბრიტანული გრანტები - პაპუაშვილი განმარტებებს ელის
რაზე იხარჯებოდა ბრიტანული გრანტები - პაპუაშვილი განმარტებებს ელის
Sputnik საქართველო
თბილისი ეჭვობს, რომ ლონდონი რადიკალურ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ სუბიექტებს აფინანსებდა 13.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-13T19:33+0400
2025-06-13T19:33+0400
2025-06-13T19:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
დიდი ბრიტანეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268250038_0:942:2048:2094_1920x0_80_0_0_4c882f4a06595b0ff5204c2a9cb85619.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის საელჩო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების მცდელობაში დაადანაშაულა და მოუწოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული დაფინანსების შესახებ ინფორმაციის, ასევე მიმდინარე ხარჯების შესახებ მონაცემების გასაჯაროებისკენ.ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში 11 ივნისს განაცხადა, რომ შეაჩერა 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების „გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად გამიზნული გრანტების გაცემა“. დიპლომატიურმა მისიამ განმარტა, რომ იძულებული გახდა გაეუქმებინა საგრანტო წინადადებები „საქართველოს მიერ გრანტების გაცემის ახალი წესების მიღების შემდეგ წარმოქმნილი გაურკვევლობის“ გამო.პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მიმართავს ყველა პირს, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით.„ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა“, - განაცხადა მან.ვინ დარჩა გრანტის გარეშეუცხოური გრანტის გარეშე დარჩენილთა სიაში შედის გამოცემა „ტაბულა“. საელჩოს განცხადებიდან მალევე, გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ტაბულამ“ ბრიტანეთის მთავრობისგან 50 ათასი გირვანქა სტერლინგის გრანტი მოიპოვა არჩევნების გასაშუქებლად. თუმცა, პროექტი საქართველოს ხელისუფლებამ არ დაამტკიცა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა ის გააუქმა.„ტაბულას“ დამფუძნებელი ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტიკოს გიგა ბოკერიას მეუღლე თამარა ჩერგოლეიშვილია. წინა მთავრობის დროს ბოკერია მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე იყო და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა.პაპუაშვილმა „ტაბულას“ ერთი კონკრეტული პარტიის პროპაგანდისტული კედლის გაზეთი უწოდა.„როდესაც ვიღაცას ქართველი ხალხი შტერი ჰგონია და ამბობს, რომ "ტაბულა" პარტიული კედლის გაზეთი არ არის და ექსტრემიზმის პროპაგანდას არ ეწევა; და, ამ დროს, „ტაბულა" რომ პარტიული კედლის გაზეთია და ექსტრემიზმის პროპაგანდას ეწევა. უცილებელია, რომ ბრიტანეთის საელჩომ განმარტოს - ეს იყო დაფინანსების პირველი მცდელობა, თუ მანამდეც აფინანსებდა ამ რადიკალური ჯგუფის პარტიულ პროპაგანდას?“, - წერს შალვა პაპუაშვილი.მომავალი არჩევნები მასშტაბურია საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე ლოკალურიცაა, იმის გათვალისწინებით, რომ 62 რაიონიდან თითოეულის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ მერებსა და საკრებულოების წევრებს.აქამდე ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, რომელსაც ქვეყნის უმეტეს ქალაქებსა და რეგიონებში ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, არჩევნების მიმართ ბოიკოტის ერთიან პოზიციას ინარჩუნებდა. თუმცა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოწოდებამ ბოიკოტზე უარის თქმისა და არჩევნებზე წასვლის შესახებ ეს პოზიცია სერიოზულად შეარყია. ოპოზიციის ნაწილი არჩევნების ბოიკოტს ემხრობა, ნაწილი კი არჩევნებისთვის ემზადება.გრანტები გამადიდებელი შუშის ქვეშმმართველ გუნდში ბევრჯერ უსაუბრიათ არაკეთილსინდისიერი დონორების არსებობაზე, რომ უცხო სახელმწიფოები და პოლიტიკური ჯგუფები არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მთავრობის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში ერეოდნენ.მმართველი პარტიის მტკიცებით, გრანტის მიღებაზე მთავრობისგან თანხმობის საჭიროება შესაძლებელს გახდის გამოვლინდნენ ის არაკეთილსინდისიერი დონორები და ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავენ სიძულვილის გაღვივებას და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას.2025 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რომლის თანახმადაც, უცხოური გრანტის მისაღებად აუცილებელი გახდა მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა.საუბარია საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოს გრანტზე.გრანტის მიღებაზე თანხმობა აუცილებელია არა მხოლოდ ორგანიზაციებისთვის, არამედ უნივერსიტეტებისა და ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.პარლამენტმა ასევე დაამტკიცა ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, რომელიც კრძალავს პარტიებს შემოწირულობების მიღებას სხვადასხვა საჯარო ღონისძიებების, როგორიცაა ლექციები და სემინარები, ორგანიზების სახით იურიდიული პირებისგან, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირებისგან.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268250038_0:750:2048:2286_1920x0_80_0_0_cd1875c21a6f7efa22b13f09c10c4635.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, დიდი ბრიტანეთი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა
რაზე იხარჯებოდა ბრიტანული გრანტები - პაპუაშვილი განმარტებებს ელის
თბილისი ეჭვობს, რომ ლონდონი რადიკალურ ორგანიზაციებს და პოლიტიკურ სუბიექტებს აფინანსებდა
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის საელჩო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების მცდელობაში დაადანაშაულა და მოუწოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული დაფინანსების შესახებ ინფორმაციის, ასევე მიმდინარე ხარჯების შესახებ მონაცემების გასაჯაროებისკენ.
ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში 11 ივნისს განაცხადა, რომ შეაჩერა 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების „გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად გამიზნული გრანტების გაცემა“. დიპლომატიურმა მისიამ განმარტა, რომ იძულებული გახდა გაეუქმებინა საგრანტო წინადადებები „საქართველოს მიერ გრანტების გაცემის ახალი წესების მიღების შემდეგ წარმოქმნილი გაურკვევლობის“ გამო.
„მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე მიმართავს ყველა პირს, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით.
„ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა“, - განაცხადა მან.
უცხოური გრანტის გარეშე დარჩენილთა სიაში შედის გამოცემა „ტაბულა“. საელჩოს განცხადებიდან მალევე, გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ტაბულამ“ ბრიტანეთის მთავრობისგან 50 ათასი გირვანქა სტერლინგის გრანტი მოიპოვა არჩევნების გასაშუქებლად. თუმცა, პროექტი საქართველოს ხელისუფლებამ არ დაამტკიცა, რის გამოც დიდმა ბრიტანეთმა ის გააუქმა.
„ტაბულას“ დამფუძნებელი ოპოზიციური პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი და პოლიტიკოს გიგა ბოკერიას მეუღლე თამარა ჩერგოლეიშვილია. წინა მთავრობის დროს ბოკერია მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე იყო და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა.
პაპუაშვილმა „ტაბულას“ ერთი კონკრეტული პარტიის პროპაგანდისტული კედლის გაზეთი უწოდა.
„როდესაც ვიღაცას ქართველი ხალხი შტერი ჰგონია და ამბობს, რომ "ტაბულა" პარტიული კედლის გაზეთი არ არის და ექსტრემიზმის პროპაგანდას არ ეწევა; და, ამ დროს, „ტაბულა" რომ პარტიული კედლის გაზეთია და ექსტრემიზმის პროპაგანდას ეწევა. უცილებელია, რომ ბრიტანეთის საელჩომ განმარტოს - ეს იყო დაფინანსების პირველი მცდელობა, თუ მანამდეც აფინანსებდა ამ რადიკალური ჯგუფის პარტიულ პროპაგანდას?“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
მომავალი არჩევნები მასშტაბურია საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის თვალსაზრისით, ასევე ლოკალურიცაა, იმის გათვალისწინებით, რომ 62 რაიონიდან თითოეულის მაცხოვრებლები ცალ-ცალკე ირჩევენ მერებსა და საკრებულოების წევრებს.
აქამდე ოპოზიციის ძირითადი ნაწილი, რომელსაც ქვეყნის უმეტეს ქალაქებსა და რეგიონებში ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, არჩევნების მიმართ ბოიკოტის ერთიან პოზიციას ინარჩუნებდა. თუმცა, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოწოდებამ ბოიკოტზე უარის თქმისა და არჩევნებზე წასვლის შესახებ ეს პოზიცია სერიოზულად შეარყია. ოპოზიციის ნაწილი არჩევნების ბოიკოტს ემხრობა, ნაწილი კი არჩევნებისთვის ემზადება.
გრანტები გამადიდებელი შუშის ქვეშ
მმართველ გუნდში ბევრჯერ უსაუბრიათ არაკეთილსინდისიერი დონორების არსებობაზე, რომ უცხო სახელმწიფოები და პოლიტიკური ჯგუფები არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მთავრობის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიაში ერეოდნენ.
მმართველი პარტიის მტკიცებით, გრანტის მიღებაზე მთავრობისგან თანხმობის საჭიროება შესაძლებელს გახდის გამოვლინდნენ ის არაკეთილსინდისიერი დონორები და ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავენ სიძულვილის გაღვივებას და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას.
2025 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, რომლის თანახმადაც, უცხოური გრანტის მისაღებად აუცილებელი გახდა მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა.
საუბარია საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოს გრანტზე.
გრანტის მიღებაზე თანხმობა აუცილებელია არა მხოლოდ ორგანიზაციებისთვის, არამედ უნივერსიტეტებისა და ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც.
პარლამენტმა ასევე დაამტკიცა ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, რომელიც კრძალავს პარტიებს შემოწირულობების მიღებას სხვადასხვა საჯარო ღონისძიებების, როგორიცაა ლექციები და სემინარები, ორგანიზების სახით იურიდიული პირებისგან, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირებისგან.