https://sputnik-georgia.com/20250613/ras-vwamt-mebajeebma-sazrvarze-gafuwebuli-xorcis-semotana-arkvetes-293750426.html
რას ვჭამთ: მებაჟეებმა საზღვარზე გაფუჭებული ხორცის შემოტანა აღკვეთეს
რას ვჭამთ: მებაჟეებმა საზღვარზე გაფუჭებული ხორცის შემოტანა აღკვეთეს
Sputnik საქართველო
108 ტონა იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის პარტია განადგურდა 13.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-13T20:39+0400
2025-06-13T20:39+0400
2025-06-13T20:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემოსავლების სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24618/49/246184989_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_4d3aaa257e45629eb4983c0a745486f1.jpg
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა გერმანიიდან საქართველოში შემოტანილი 108 ტონა ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეამოწმეს - დარღვევის გამოვლენის შემდეგ საქონელი განადგურდა, იუწყება შემოსავლების სამსახური.ხორცით დატვირთული მანქანები საბაჟო-გამშვებ პუნქტში - „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ შემოვიდნენ.სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს, ვეტერინარი სპეციალისტების მიერ საქონლის ტრანსპორტირებისას, გამოვლინდა მკაცრი ტემპერატურული კონტროლის დარღვევა, რამაც გამოიწვია ხორცპროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილის ლღობა.ვინაიდან საქონელი შეიცავდა ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის სრული პარტია განადგურდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24618/49/246184989_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_59bb76897b83b39a0aef87492c65e7f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემოსავლების სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, შემოსავლების სამსახური
რას ვჭამთ: მებაჟეებმა საზღვარზე გაფუჭებული ხორცის შემოტანა აღკვეთეს
108 ტონა იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის პარტია განადგურდა
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა გერმანიიდან საქართველოში შემოტანილი 108 ტონა ქათმის გაყინული ხორცით დატვირთული 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეამოწმეს - დარღვევის გამოვლენის შემდეგ საქონელი განადგურდა, იუწყება შემოსავლების სამსახური.
ხორცით დატვირთული მანქანები საბაჟო-გამშვებ პუნქტში - „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ შემოვიდნენ.
სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, კერძოდ, ფიზიკური შემოწმების/დათვალიერების დროს, ვეტერინარი სპეციალისტების მიერ საქონლის ტრანსპორტირებისას, გამოვლინდა მკაცრი ტემპერატურული კონტროლის დარღვევა, რამაც გამოიწვია ხორცპროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილის ლღობა.
ვინაიდან საქონელი შეიცავდა ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის სრული პარტია განადგურდა.