https://sputnik-georgia.com/20250613/ramdeni-eleqtroenergia-moixmares-saqartveloshi-293745571.html
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოში გამომუშავებულია 3,9 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 9,8%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 13.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-13T13:47+0400
2025-06-13T13:47+0400
2025-06-13T13:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0b/266572117_0:80:3358:1969_1920x0_80_0_0_aae2e288abfc8fe3939e0d9255155745.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის იანვარ-აპრილში ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით გაიზარდა და 4,9 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოში გამომუშავებულია 3,9 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 9,8%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ოპერატორის ცნობით, ექსპორტი შემცირდა 90,8%-ით 2024 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით და 7,22 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა. ამ პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია მეზობელ აზერბაიჯანში გაიტანა და მხოლოდ 0,01 მლნ კვტ/სთ - რუსეთში.გარდა ამისა, 2025 წელის იანვარ-აპრილში საქართველომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი (+118,9%) - 974,48 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. იმპორტის 59,5% რუსეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 580,02 მლნ კვტ/სთ, 33,7% - აზერბაიჯანიდან, საიდანაც შემოვიდა 328,86 მლნ კვტ/სთ, ხოლო 6,7% სომხეთიდან - 65,60 მლნ კვტ/სთ.2025 წლის იანვარ-აპრილში თურქეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობა არ ყოფილა.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,4 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 5,1%-ით ნაკლები იყო. გამომუშავებულია 14,2 მლრდ კვტ/სთ - 2023 წელთან შედარებით 1,1%-ით ნაკლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/0b/266572117_314:0:3045:2048_1920x0_80_0_0_fae6c3c76184748ff353d017c75bfa3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოში გამომუშავებულია 3,9 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 9,8%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის იანვარ-აპრილში ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,5%-ით გაიზარდა და 4,9 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
მიმდინარე წლის ოთხ თვეში საქართველოში გამომუშავებულია 3,9 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 9,8%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 2,9 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 965,63 მლრდ კვტ/სთ, „ქართლის" ქარის სადგურმა კი 25,54 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპერატორის ცნობით, ექსპორტი შემცირდა 90,8%-ით 2024 წლის პირველ ოთხ თვესთან შედარებით და 7,22 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა. ამ პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია მეზობელ აზერბაიჯანში გაიტანა და მხოლოდ 0,01 მლნ კვტ/სთ - რუსეთში.
გარდა ამისა, 2025 წელის იანვარ-აპრილში საქართველომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი (+118,9%) - 974,48 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. იმპორტის 59,5% რუსეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 580,02 მლნ კვტ/სთ, 33,7% - აზერბაიჯანიდან, საიდანაც შემოვიდა 328,86 მლნ კვტ/სთ, ხოლო 6,7% სომხეთიდან - 65,60 მლნ კვტ/სთ.
2025 წლის იანვარ-აპრილში თურქეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობა არ ყოფილა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,4 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 5,1%-ით ნაკლები იყო. გამომუშავებულია 14,2 მლრდ კვტ/სთ - 2023 წელთან შედარებით 1,1%-ით ნაკლები.