https://sputnik-georgia.com/20250613/parlamentma-sinaur-cxovelta-sesaxeb-sakanonmdeblo-pakets-pirveli-mosmenit-mxari-dauwira-293747561.html
პარლამენტმა „შინაურ ცხოველთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „შინაურ ცხოველთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მეპატრონე ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს თავისი ცხოველი — რეგისტრაციის მონაცემები მოიცავს ჯიშს, სქესს, დაბადების თარიღს... 13.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-13T14:52+0400
2025-06-13T14:52+0400
2025-06-13T14:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცხოველთა დაცვა
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0c/281159746_0:124:1280:844_1920x0_80_0_0_8f06f927b21fd8bfd9354d90f55fd5b3.jpg
თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 11 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომელთა მიხედვით პირი შინაური ცხოველის მიტოვებისთვის დაჯარიმდება.ახალი კანონის თანახმად, შინაური ცხოველის მიტოვება აკრძალულია და მეპატრონე ვალდებულია ან იპოვოს ახალი პატრონი თავისი ცხოველისთვის, ან გადასცეს იგი თავშესაფარს. ცხოველის ქუჩაში მიტოვება ისჯება ფიზიკური პირებისთვის 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით და 10000 ლარის ოდენობით იურიდიული პირებისთვის.გარდა ამისა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მეპატრონე ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს თავისი ცხოველი — რეგისტრაციის მონაცემები მოიცავს ჯიშს, სქესს, დაბადების თარიღს, აღწერას, ცხოველის ფერს, ჩიპის ნომერს, სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მონაცემებს. მონაცემთა ბაზებში მითითებული იქნება ცხოველის მფლობელი და მისი მონაცემები — მათ შორის პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და მისამართი, სახელი და გვარი.რეგისტრაციის წესების დარღვევა 1500 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს.ვაქცინაციის წესების დარღვევა, კერძოდ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის არარსებობა, 500 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო ცხოველის სტერილიზაციაზე უარის თქმა 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.ცხოველის სტერილიზაციის, ვაქცინაციის მიზნით ტრანსპორტირებაზე უარის თქმის ან ცხოველზე დაკვირვებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესდება 500 ლარის ოდენობის ჯარიმა.გარდა ამისა, შინაური ცხოველების სპეციალური ნებართვის გარეშე გამრავლება დაისჯება 3000 ლარიანი ჯარიმით.ცვლილებები 2025 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0c/281159746_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_350dcc96b78216a5f23f23c5498f9a59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცხოველთა დაცვა, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ცხოველთა დაცვა, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
პარლამენტმა „შინაურ ცხოველთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მეპატრონე ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს თავისი ცხოველი — რეგისტრაციის მონაცემები მოიცავს ჯიშს, სქესს, დაბადების თარიღს, აღწერას, ცხოველის ფერს, ჩიპის ნომერს, სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მონაცემებს.
თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 11 ივნისს პირველი მოსმენით მიიღო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომელთა მიხედვით პირი შინაური ცხოველის მიტოვებისთვის დაჯარიმდება.
ახალი კანონის თანახმად, შინაური ცხოველის მიტოვება აკრძალულია და მეპატრონე ვალდებულია ან იპოვოს ახალი პატრონი თავისი ცხოველისთვის, ან გადასცეს იგი თავშესაფარს. ცხოველის ქუჩაში მიტოვება ისჯება ფიზიკური პირებისთვის 5000 ლარის ოდენობის ჯარიმით და 10000 ლარის ოდენობით იურიდიული პირებისთვის.
გარდა ამისა, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მეპატრონე ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს თავისი ცხოველი — რეგისტრაციის მონაცემები მოიცავს ჯიშს, სქესს, დაბადების თარიღს, აღწერას, ცხოველის ფერს, ჩიპის ნომერს, სტერილიზაციისა და ვაქცინაციის მონაცემებს. მონაცემთა ბაზებში მითითებული იქნება ცხოველის მფლობელი და მისი მონაცემები — მათ შორის პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და მისამართი, სახელი და გვარი.
რეგისტრაციის წესების დარღვევა 1500 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს.
ვაქცინაციის წესების დარღვევა, კერძოდ, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის არარსებობა, 500 ლარის ოდენობის ჯარიმით, ხოლო ცხოველის სტერილიზაციაზე უარის თქმა 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.
ცხოველის სტერილიზაციის, ვაქცინაციის მიზნით ტრანსპორტირებაზე უარის თქმის ან ცხოველზე დაკვირვებაზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესდება 500 ლარის ოდენობის ჯარიმა.
გარდა ამისა, შინაური ცხოველების სპეციალური ნებართვის გარეშე გამრავლება დაისჯება 3000 ლარიანი ჯარიმით.
ცვლილებები 2025 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება.