https://sputnik-georgia.com/20250613/nika-gvaramias-girao-patimrobit-seecvala-293746043.html
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება - გირაო - პატიმრობით შეეცვალა
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება - გირაო - პატიმრობით შეეცვალა
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან. 13.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-13T13:17+0400
2025-06-13T13:17+0400
2025-06-13T14:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260420240_0:85:1280:806_1920x0_80_0_0_2c995f33a7e62c64ad321e7b3b558ede.jpg
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თავად მივიდა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ის დააკავეს.ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათას ლარიანი გირაო გქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა. გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ოპოზიციის აზრი გაიყო. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას იძიებს, სისხლის სამართლის დანაშაულია. კომისიის სხდომაზე არგამოცხადების გამო სასამართლოში გამოძახებული იქნენ: „თიბისი ბანკის" დამფუძნებლები და ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, „მთავარი არხის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და პარტია „ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „ახალის" ლიდერი ნიკა მელია და თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე. 14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20.000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს. 22 მაისს 20.000-ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო დარბაზში დააკავეს ზურაბ ჯაფარიძეც. მასაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა ედება ბრალად. ასევე აღკვეთის ღონისძიება 50.000-ლარიანი გირაო 30 მაისს პატიმრობით შეეცვალა ნიკა მელიასაც. რაც შეეხება „ლელოს“ ლიდერებს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უკვე გადაიხადეს დაკისრებული გირაო - თითოეულმა 50 ათასი ლარის ოდენობით. ასევე კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული 50.000-ლარიანი გირაო გადაიხადა გიორგი ვაშაძემაც. 10.000-ლარიანი გირაო გადაიხადა გივი თარგამაძემაც. დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0a/260420240_55:0:1191:852_1920x0_80_0_0_a4e741d5564ebbdf505cc84e094a0a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება - გირაო - პატიმრობით შეეცვალა
13:17 13.06.2025 (განახლებულია: 14:10 13.06.2025) ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი გირაოს გადაუხდელობა გახდა.
ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თავად მივიდა რუსთავში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ის დააკავეს.
ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო აღკვეთის ღონისძიების სახით 30-ათას ლარიანი გირაო გქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
გვარამიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადახდასთან დაკავშირებით ოპოზიციის აზრი გაიყო. დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობას იძიებს, სისხლის სამართლის დანაშაულია.
კომისიის სხდომაზე არგამოცხადების გამო სასამართლოში გამოძახებული იქნენ: „თიბისი ბანკის" დამფუძნებლები და ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, „მთავარი არხის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და პარტია „ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია, პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტია „ახალის" ლიდერი ნიკა მელია და თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე.
14 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20.000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზში დააკავეს.
22 მაისს 20.000-ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო დარბაზში დააკავეს ზურაბ ჯაფარიძეც. მასაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა ედება ბრალად.
ასევე აღკვეთის ღონისძიება 50.000-ლარიანი გირაო 30 მაისს პატიმრობით შეეცვალა ნიკა მელიასაც.
რაც შეეხება „ლელოს“ ლიდერებს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უკვე გადაიხადეს დაკისრებული გირაო - თითოეულმა 50 ათასი ლარის ოდენობით. ასევე კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული 50.000-ლარიანი გირაო გადაიხადა გიორგი ვაშაძემაც. 10.000-ლარიანი გირაო გადაიხადა გივი თარგამაძემაც.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით. მოქმედი კანონმდებლობით, კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.