განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

© press-service of the Ministry of Finance of Georgiaუაქციზო სიგარეტი
უაქციზო სიგარეტი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2025
გამოწერა
დანაშაული ისჯება ექვსიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო უწყება დაკავებულს მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული თბილისში, საცხოვრებელ სახლსა და ავტომანქანაში ინახავდა სარეალიზაციოდ განკუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ბრენდულ უაქციზო თამბაქოს ნაწარმს.
ჯამში ამოღებულია 11 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 96 ათას ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე – 200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0