https://sputnik-georgia.com/20250613/13-ivnisis-tragediidan-10-weli-gavida-293744309.html
თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან ათი წელი გავიდა
თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან ათი წელი გავიდა
Sputnik საქართველო
მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. 13.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-13T12:16+0400
2025-06-13T12:16+0400
2025-06-13T13:40+0400
დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 2020
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
საქართველო
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24557/83/245578368_0:98:2000:1223_1920x0_80_0_0_20baf66acd40af9ce6bc977517ee3e2b.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. თბილისში ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა.2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ორი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა.სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდა. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24557/83/245578368_120:0:1880:1320_1920x0_80_0_0_0840f23ca768d8beae426ab89ed83331.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 2020, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, საქართველო, თბილისი დღეს
დამანგრეველი წყალდიდობა თბილისში 2020, შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, საქართველო, თბილისი დღეს
თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან ათი წელი გავიდა
12:16 13.06.2025 (განახლებულია: 13:40 13.06.2025) მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. თბილისში ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა.
2015 წლის 13 ივნისს ადიდებულმა მდინარე ვერემ დატბორა საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, „მზიურის" პარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ ორი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. სტიქიამ 200-მდე ოჯახი დააზარალა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ქალაქის ინფრასტრუქტურა. დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია თითქმის მთლიანად განადგურდა. მისი 600 ბინადრიდან ნახევარზე მეტი სტიქიამ იმსხვერპლა. ზოგიერთი ცხოველი, მათ შორის მტაცებლები, ქუჩაში აღმოჩნდა. მტაცებლების ნაწილის დაძინება და მუნიციპალურ თავშესაფარში დაბრუნება შეძლეს, ნაწილის კი ლიკვიდაცია გახდა საჭირო.
ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა. დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია. მოვარდნილმა ღვარცოფმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. თითქმის მთლიანად დაიტბორა „მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორია.
ზარალმა დაახლოებით 90 მილიონი დოლარი შეადგინა.